სენეგალიდან მილიონერ ვარსკვლავობამდე - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება
ბოლო რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იტალიაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, რომლის უჩვეულო იუმორმაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოწვია და დღეს მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
მისი ვიდეოები თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება, განსაკუთრებით კი TikTok-სა და Instagram-ზე.
საინტერესოა ვნახოთ ვინ არის ქაბი ლეინი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
ქაბი ლეიმი (Khaby Lame) 21 წლის სენეგალური წარმოშობის ახალგაზრდაა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. ქაბი 2000 წელს სენეგალში დაიბადა, 1 წლიდან კი იტალიის ქალაქ ჩევისაოში ცხოვრობდა და ცხოვრების დიდი ნაწილიც იქ გაატარა.
ქაბის ძალიან უყვარს სპორტული თამაშები და ბავშვობიდან ფეხბურთსა და კალათბურთს თამაშობს.
პანდემია და პოპულარობა
მან სოციალურ ქსელ TikTok-ით სარგებლობა 2020 წლის მარტში მაშინ დაიწყო, როდესაც იტალიაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა და საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.
პანდემიის გამო ქაბიმ სამსახური დაკარგა და დროებით მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ახალი სამუშაოს ძებნა დაიწყო, პარალელურად კი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებს დებდა.
„ლოქდაუნის“ დროს, როდესაც პლანეტის დიდი ნაწილი სახლში იყო გამოკეტილი, სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი ხუმრობები ძალიან მოსწონდათ და ახალგაზრდა მალევე გახდა პოპულარული.
ქაბის ხუმრობების უმეტესობა სულელური ე.წ. „ლაიფჰაკების“ მიმართ იყო გამიზნული, სადაც ახალგაზრდა აჩვენებდა თუ რამდენად აბსურდული იყო ისინი.
სულ რაღაც ერთ თვეში მან უფრო მეტი გამომწერი მოაგროვა, ვიდრე ჯანლუკა ვაკიმ, რომელიც აქამდე TikTok-ზე ყველაზე პოპულარულ იტალიელად ითვლებოდა.
„ჩემი გამომეტყველება და მიმიკები ხალხს აცინებს. ეს არის ყველაზე გავრცელებული გლობალური ენა“- აცხადებს ახალგაზრდა.
ამჟამად ის სოციალურ ქსელ TikTok-ზე 83 მილიონი გამომწერი ყავს და სულ 1.2 მილიარდი მოწონება აქვს, რითაც სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული მომხმარებლების რეიტინგში ამერიკელ მოცეკვავე ჩარლი დამელიოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ინსტაგრამს, ქაბი ლეიმს აქ 27 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რითაც მარკ ცუკერბერგსაც კი გადაუსწრო. გამოცემა wepublishnews-ის მიხედვით, სოციალური ქსელები ახლა მისი შემოსავლის მთავარი წყაროა და ახალგაზრდის ქონება 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
პირადი ცხოვრება
როგორც წესი, იუმორისტულ ვიდეოებში ახლგაზრდა პირად ცხოვრებას ნაკლებად აჩვენებს, თუმცა ვიცით, რომ 2020 წლის ოქტომრიბდან ის დანიშნულია სიცილიაში მცხოვრებ ზაირა ნუციზე.