02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ავიაკატასტროფა, კანიბალიზმი და ორთვიანი ტანჯვის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი 16 მგზავრი - ურუგ­ვა­ის რაგ­ბის კლუ­ბის ტრაგიკული ამბავი | Allnews.Ge

ავიაკატასტროფა, კანიბალიზმი და ორთვიანი ტანჯვის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი 16 მგზავრი - ურუგ­ვა­ის რაგ­ბის კლუ­ბის ტრაგიკული ამბავი

ალ­ბათ, ურუგ­ვა­ის რაგ­ბის კლუ­ბის Old Christians არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ დღეს მხო­ლოდ სამ­ხრეთ ამე­რი­კელ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს ეცო­დი­ნე­ბო­დათ, რომ არა 1972 წელს ანდებში მომხდარი ავიაკატასტროფა და ადა­მი­ა­ნე­ბის ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია.

1972 წლის 13 ოქ­ტომ­ბე­რი

13 ოქ­ტომ­ბერს, ურუგ­ვა­ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ავი­ა­ლა­ი­ნე­რი Fairchild FH-227D, რო­მელ­საც რაგ­ბის გუნ­დი - 40 მო­თა­მა­შის, მწვრთნე­ლის და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, ჩი­ლეს და­და­ქა­ლაქ­ში - სან­ტი­ა­გო­ში გა­დაჰ­ყავ­და, მონ­ტე­ვი­დე­ოს კა­რას­კოს აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რინ­და. თუმ­ცა, ან­დებ­ში უა­მინ­დო­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და არ­გენ­ტი­ნის პა­ტა­რა ქალქ მენ­დო­სა­ში დამ­ჯდა­რი­ყო, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ბოლო ღამე გა­ა­ტა­რა.

ად­რი­ან დი­ლას, ამინ­დის შე­და­რე­ბი­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მფრი­ნა­ვე­ბის ხუ­თწევ­რი­ან­მა ეკი­პაჟ­მა კურ­სი ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა და მენ­დო­სას მთე­ბის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბის - კუ­რი­კოს თავ­ზე გა­დაფ­რე­ნის შემ­დეგ, სან­ტი­ა­გო­ში დაშ­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც ავი­ა­დის­პე­ჩე­რის თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო და სწო­რედ ეს გახ­და ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მის მი­ზე­ზი.

urugvaiandebiplane-1625660812.jpg

ციკ­ლონ­ში მოხ­ვედ­რილ­მა თვითმფრი­ნავ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნი ხილ­ვა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში, მხო­ლოდ დრო­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბით და­ი­წყო დაშ­ვე­ბა, ციკ­ლო­ნის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ კი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა კლდის პი­რის­პირ და ვე­ღარ შეძ­ლო კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. თვითმფრი­ნა­ვი 4 400 მეტ­რის მთას შე­ე­ჯა­ხა ფრთით, რო­მე­ლიც ფი­უ­ზე­ლაჟს მო­წყდა, კუდს გა­მო­ე­დო და ისიც მოგ­ლი­ჯა, ატ­მოს­ფე­რულ­მა წნე­ვამ კი, ხუთი მგზავ­რი ეკი­პა­ჟის ორ წევრთან ერ­თად სა­ვარ­ძლი­ა­ნად მო­წყვი­ტა ია­ტაკს და ჰა­ერ­ში გა­ი­ტა­ცა. კლდეს­თან შე­ჯხე­ბის და მი­წა­ზე და­ხეთ­ქე­ბის შე­დე­გად ფი­უ­ზი­ლა­ჟი უზარ­მა­ზა­რი სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვა დაღ­მარ­თზე და ცხვი­რით ყი­ნუ­ლის ხორ­გებს შე­ე­ჯა­ხა.

ბორტზე მყო­ფი 55 ადა­მი­ა­ნი­დან 12 კა­ტას­ტრო­ფის დროს და­ი­ღუ­პა, 5 მე­ო­რე დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა, ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი 28 მგზავ­რი კი, მკაცრ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში, და­თოვ­ლი­ლი კლდე­ე­ბის ტყვე­ო­ბა­ში თბი­ლი ტან­საც­მე­ლის და ფეხ­საც­მე­ლის, ალ­პი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდა. მარ­თა­ლია, დაჭ­რი­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად, ორმა მე­დი­კოს­მა სტუ­დენ­ტმა თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან ჰა­მა­კი და სა­მე­დი­ცი­ნო არ­ტა­ხე­ბი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მა­ინც შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია

სამი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ი­წყო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. ჩი­ლეს, ურუგ­ვა­ის და არ­გენ­ტი­ნის ვერ­ტმფრე­ნე­ბი რვა დღე დაფ­რი­ნავ­დნენ კლდე­ე­ბის თავ­ზე, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, რად­გან ერ­თის მხრივ მათ მხო­ლოდ ფრე­ნის სა­ვა­რა­უ­დო მარ­შრუ­ტი იცოდ­ნენ (პი­ლო­ტებ­მა დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­სას, დის­პე­ჩერს არას­წო­რი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი მი­ა­წო­დეს), მე­ო­რეს მხრივ კი - ქათ­ქა­თა თეთ­რი თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბის მიგ­ნე­ბა თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი ვე­ლე­ბის და მყინ­ვა­რის (რო­მელ­მაც მოგ­ვა­ი­ნე­ბით "ცრემ­ლის მყინ­ვა­რის" სა­ხე­ლი მი­ი­ღო) ფონ­ზე, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახალ­გაზ­რდა მორაგბეებმა თვითმფრი­ნავ­ში რა­დი­ო­მიმ­ღებს მი­აგ­ნეს და როი ჰარ­ლიმ, კა­ტას­ტრო­ფი­დან მე-11 დღეს პირ­ველ­მა შე­ი­ტყო, რომ "სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, თვითმფრი­ნა­ვი Fairchild მგზავ­რებ­თან ერ­თად კი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და უგ­ზო­უკ­ლოდ და­კარ­გუ­ლად".

კა­ნი­ბა­ლიზ­მი

ახალ­გაზ­რდებს საკ­ვე­ბის მწი­რი მა­რა­გი: რამ­დე­ნი­მე ფილა შო­კო­ლა­დი, კრე­კე­რე­ბი და ლი­ქი­ო­რი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ზე გა­ნა­წილ­და, თუმ­ცა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც სწრა­ფად ამო­ი­წუ­რა. შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა და­ღუ­პუ­ლი მე­გობ­რე­ბის ხორ­ცის ჭა­მა გა­და­წყვი­ტეს. ბევ­რის­თვის მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ყო­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ღა­ცის მე­გო­ბა­რი ან ნა­თე­სა­ვი იყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში შიმ­ში­ლით ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონ­დათ...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რო­გორ შეძ­ლეს ახალ­გაზ­რდებ­მა ზი­ზღის დაძ­ლე­ვა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ნან­დო პა­რა­დომ გა­ნა­ცხა­და: "ვცდი­ლობ­დით არ გვე­ფიქ­რა, რომ ადა­მი­ა­ნის ხორცს ვჭამ­დით. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი, რომ სიკ­ვდი­ლის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნი­ლი იმის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ­დი, რა­საც ნორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცია­ში ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი".

ragbiurugvai-1625660812.jpg

ზვა­ვი

29 ოქ­ტომ­ბერს, სა­ნამ გუნდს ეძი­ნა, მთი­დან ხე­ო­ბა­ში ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა და თვითმფრინავის კორპუსიც ჩა­ი­ყო­ლა. და­ი­ღუ­პა კი­დევ რვა ადა­მი­ა­ნი, ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი, თით­ქმის 80 სა­ა­თით აღ­მოჩ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლებ­თან ერ­თად, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ბო­ლოს, ისევ ნან­დო პა­რა­დომ მო­ა­ხერ­ხა და პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში კედ­ლის გან­გრე­ვით შეძ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­გუდ­ვის­გან გა­დარ­ჩე­ნა.

"ზვა­ვი, რომ არა, ყვე­ლა და­ი­ღუ­პე­ბო­დით, რად­გან მან ერ­თის მხრივ თოვ­ლით და­ფა­რა თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუ­სი - ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი და ძლი­ე­რი ქარ­ბუ­ქის­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მე­ო­რეს მხრივ კი, რო­გორ სას­ტი­კა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, რვა ახა­ლი ცხე­და­რი და და­მა­ტე­ბი­თი საკ­ვე­ბი მოგ­ვცა...", - გა­ნა­ცხა­და გუნ­დის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა რო­ბერ­ტო კა­ნო­სამ.

პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცია

ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებ­მა ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლამ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ დახ­მა­რე­ბას ვე­რა­ვის­გან მი­ი­ღებ­დნენ და გა­დარ­ჩე­ნა­ზე თა­ვად უნდა ეზ­რუ­ნათ. ახალ­გაზ­რდებს გა­ახ­სენ­დათ, რომ დის­პე­ჩე­რე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ უკვე გა­ი­ა­რეს კუ­რი­კო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ჩი­ლეს ხე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლი­დან და­სავ­ლე­თით, მაქ­სი­მუმ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სპორ­ტსმე­ნებ­მა ექ­სპე­დი­ცია­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი კი, ნან­დო პა­რა­დომ, რო­ბერ­ტო კა­ნეს­მა, ნუმა ტურ­კა­ტიმ და ან­ტო­ნიო ვი­ზინ­ტი­ნიმ გა­მოთ­ქვეს, თუმ­ცა, ტურ­კა­ტი ლაშ­ქრო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა სის­ხლის მო­წამ­ვლით, კა­ნო­სა კი დიდ­ხანს ორ­ჭო­ფობ­და, რად­გან თვლი­და, რომ სა­ხი­ფა­თო მოგ­ზა­უ­რო­ბა ბევ­რად უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ ზამ­თრის დას­რუ­ლე­ბას და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი კა­მა­თის შემ­დეგ, სა­მე­უ­ლი მა­ინც და­იძ­რა ლაშ­ქრო­ბა­ში. მე­გობ­რებ­მა მათ სა­კუ­თა­რი თბი­ლი ტან­საც­მე­ლი უსახ­სოვ­რეს, საკ­ვე­ბად კი, ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი გა­ა­ტა­ნეს.

urugvaigadarchenilebi-1625660812.jpg

სა­ვა­რა­უ­დო გათ­ვლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექ­სპე­დი­ტო­რე­ბი სწრა­ფად მიხ­ვდნენ, რომ არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აი­ღეს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ სად იყ­ვნენ და ჩი­ლეს ხე­ო­ბის ნაც­ვლად, სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვის ბარგით სავ­სე კუდს მი­აგ­ნეს. საკ­ვე­ბის და სუფ­თა ტან­საც­მლის პოვ­ნით გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­მე­უ­ლი, მო­რი­გი ცივი ღა­მის გა­თე­ნე­ბის შემ­დეგ იმე­დი­ა­ნად და­იძ­რა ჩი­ლეს­კენ. თუმ­ცა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრმა ვარ­დნამ არ მის­ცა გზის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და კა­ტას­ტრო­ფის ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ.

ახალ­გაზ­რდებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ თვითმფრი­ნა­ვის კუდ­ში ნა­პოვ­ნი აკუმ­ულა­ტო­რის და პი­ლოტ­თა რა­ცი­ის წყა­ლო­ბით უბე­დუ­რე­ბის სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნას შეძ­ლებ­დნენ, თუმ­ცა, წა­მო­წყე­ბი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და ბარ­გში ნა­პოვ­ნი ქსო­ვი­ლით უზარ­მა­ზა­რი სა­ძი­ლე ტომ­რის შე­კერ­ვის შემ­დეგ, სა­მე­უ­ლი უკვე მე­ო­რე ლაშ­ქრო­ბა­ში და­იძ­რა.

სა­ო­ცარი გა­დარ­ჩე­ნა

ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე პა­რა­დომ აიღო, რო­მე­ლიც გზა­დაგ­ზა ამ­ხნე­ვებ­და გა­დაღ­ლილ მე­გობ­რებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ლაშ­ქრო­ბა ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და იმა­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდე­ბი გეგ­მავ­დნენ.

მძი­მე კლი­მა­ტურ პი­რო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად ან­ტო­ნიო ვი­ზინ­ტი­ნის გა­უ­ჭირ­და, რო­მე­ლიც მე­სა­მე დღეს ექ­სპე­დი­ცი­ას გა­მო­ე­თი­შა და მე­გობ­რებს კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას და­უბ­რუნ­და. პა­რა­დომ და კა­ნე­სამ კი, გზა გა­აგ­რძე­ლეს. მარ­თა­ლია, რო­ბერ­ტო დი­ზინ­ტე­რი­ით გახ­და ავად და ნან­დუმ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი გზა ზურ­გით ატა­რა, მაგ­რამ ერ­თკვი­რი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბის შემ­დეგ ნა­თე­ლი გახ­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­დი­ოდ­ნენ, რად­გან ჯერ თოვ­ლი­ა­ნი ლან­დშაფ­ტი გაქ­რა, მერე ადა­მი­ა­ნის ბი­ნად­რო­ბის კვა­ლი - კონ­სერ­ვის ცა­რი­ე­ლი ქი­ლე­ბი და საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი, რამ­დე­ნი­მე ძრო­ხა, ბო­ლოს კი, მდი­ნა­რის გა­დაღ­მა ნა­პირ­ზე სამი მწყემ­სიც გა­მოჩ­ნდა.

urugvaimoragbe-1625660812.jpg

პა­რა­დომ მწყემ­სე­ბის­თვის მოკ­ლე წე­რი­ლი და­წე­რა, რო­მელ­შიც აუხ­სნა ვინ იყო, დახ­მა­რე­ბა თხო­ვა და მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე ქვას­თან ერ­თად გა­და­უგ­დო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მწყემ­სებს გა­გო­ნი­ლი ჰქონ­დათ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სერ­ხიო კა­ტა­ლა­ნამ ახალ­გაზ­რდე­ბამ­დე მიღ­წია და ჯერ სა­კუ­თა­რი ცხე­ნე­ბით ლოს მა­ი­ტე­ნეს­ში რან­ჩო­ზე გა­და­იყ­ვა­ნა, მერე კი, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვითმფრი­ნა­ვის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

1972 წლის 23 დეკემბერს, ავიაკატასტროფიდან ორი თვის შემდეგ, ორმა ვერ­ტმფრენ­მა რო­გორც იქნა მი­აკ­ვლია კა­ტას­ტრო­ფის ად­გილს და ორ­დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ 14 ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რის ევა­კუ­ა­ცია და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მაშ­ვე­ლე­ბი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დნენ და ერ­თგვარ მე­მო­რი­ა­ლად ქცე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვის კორპუსში და­ღუ­პუ­ლე­ბი დაკ­რძა­ლეს, მოგვიანებით კი, უზარ­მა­ზა­რი რკი­ნის ჯვა­რიც აღ­მარ­თეს...