რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა? - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა | Allnews.Ge

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა? - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი კონფლიქტი იყო, რომელიც 1939-45 წლებში მიმდინარეობდა და საერთო ჯამში, 60 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობას თითქმის მთელი მსოფლიო იღებდა, სადაც ქვეყნები ორ მტრულ ბანაკად იყვნენ გაყოფილები. ომში ერთ მხარეს მოკავშირეებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი და აშშ წარმოადგენდნენ. მათი მოწინააღმდეგეები კი ე.წ. „ღერძის ქვეყნები“ - ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და იაპონია იყვნენ.

gzps9ws6ymjnadycqp8kgp1xhtri99uzzepubfeqoym-1626951002.png

მოკავშირეების გამარჯვებამ იაპონიისა და გერმანიის მსოფლიოზე გაბატონების გეგმა სამუდამოდ ჩაშალა და პლანეტას ორი ზესახელმწიფო- აშშ და საბჭოთა კავშირი მოევლინა.

მაგრამ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომი „ღერძის ქვეყნების“ გამარჯვებით რომ დასრულებულიყო?

ჰიტლერის გეგმა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტური გერმანიის ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ომში გამარჯვებას შეძლებდა. როგორც ცნობილია, საომარი მოქმედებების დაწყებამდე მას უკვე შემუშავებული ჰქონდა გეგმა იმის შესახებ თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სადაც გერმანია ზესახელმწიფო გახდებოდა და მოკავშირეებთან ერთად პლანეტას მართავდა.

ჰიტლერი გეგმავდა დაპყრობილი ერები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა, რათა არ აჯანყებულიყვნენ. მათი ასიმილაცია "წმინდა სისხლის არეილებთან" სასტიკად აკრძალული იქნებოდა.

დაპყრობილ ერებს აეკრძალებოდათ: სწავლა, ჯარში სამსახური, მკურნალობა და თეატრში სიარული. ერთადერთი რის „ნებაც დართო“ ფიურერმა, ეს იყო მუსიკის მოსმენა, რადგან მის აზრით მუსიკა შრომის ნაყოფიერების გაზრდას უწყობდა ხელს.

„ჩვენი რკინის პრინციპი ამიერიდან სამუდამოდ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ არავინ, გარდა გერმანელებისა, არ უნდა ატაროს იარაღი. ეს არის მთავარი . მაშინაც კი, თუ ეს აუცილებელია, თავი უნდა შევიკავოთ მოვუწოდოთ დამორჩილებულ ხალხებს სამხედრო სამსახურში გაწვევა.“- აცხადებდა ის.

hitler-at-dortmund-rally-1626951111.jpg

დიდი გერმანია

972zvlg-1626951241.png

ჰიტლერის მიზანი იყო გერმანიის უძლიერეს ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო. მისი აზრით, გერმანიას სრული უფლება ჰქონდა მეზობელი ქვეყნების ის ტერიტორიები დაეკავებინა, სადაც გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობდნენ. მათ შორის საფრანგეთის რეგიონები, შვეიცარიის ნაწილი, დღევდელი პოლონეთის და ჩეხეთის ძირითადი ტერიტორია და სხვა. ამასთან გერმანიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნების დიდი ნაწილი.

იტალია

main-qimg-898a94d317103de89db021eaf4f11091-1626951376.png

ჰიტლერის მოკავშირე ბენიტო მუსოლინსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები ჰქონდა, რომლის მიხედვითაც იტალიას ძველი დიდება უნდა დაებუნებინა და რომის იმპერიაში შემავალი ტერიტორიების დიდი ნაწილი მიეღო. წყაროების მიხედვით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გერმანიის გავლენის ქვეშ იქნებოდა, ესპანეთი და პორტუგალია სატელიტი ქვეყნები გახდებოდნენ, ყოფილი რომის იმპერიის დანარჩენ ტერიტორიებს კი იტალია მიიღებდა.

საბჭოთა კავშირი

201708121154196227-1626951484.jpg

ჰიტლერი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირს უსწრაფესად დაიპყრობდა და მოსკოვს აიღებდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულად, რომლებიც გერმანიის კონტროლს ქვეშ იქნებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სსრკ 7 სახელმწიფოდ დაიყოფოდა. ფიურერი ამ ქვეყნების მეთაურებად ყველაზე ერთგულ ქვეშემრდომების დანიშვნას აპირებდა. მისი აზრით საბჭოთა კავშირის ტერიტორიას უდიდესი პოტენციალი გააჩნდა და ეს რესურსი გერმანელებს ეფექტურად უნდა აეთვისებინათ.

5492769072-b3e900c7e7-o-1626951883.jpg

დაპყრობილ მიწებზე ფიურერი გერმანელების დასახლებას აპირებდა, მისი სურვილი იყო გერმანელების გამრავლება და გაძლიერება. გერმანულ კოლონიებში დაგეგმილი იყო 50 მილიონი მკვიდრი მოსახლეობის დატოვება (რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, კავკასიელები, ბალტიისპირელები), ამ ხალხების მოვალეობა გახლდათ "მომსახურეობითი ფუნქცია." დანარჩენის კი ურალს იქით მოუსავლიან მიწებზე გადასახლება იგეგმებოდა.

იაპონია

xhnl9h1tp3721-1626952007.png

გერმანიისა და იტალიის მე-3 მოკავშირე იაპონიაც საკმაოდ ძლიერი იმპერია უნდა გამხდარიყო. მოკავშირეთა გეგმის მიხედვით, იაპონიის კონტროლს ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ავსტრალია და ასობით კუნძული დაექვედმებაროებდა. წყნარ ოკეანეში იაპონია უძლიერესი სახელმწიფო გახდებოდა.

აფრიკის კონტინენტი

gettyimages-613490850-1626952082.jpg

ჰიტლერის გეგმის მიხედვით, გერმანია აფრიკის კონტინენტის მთავარი კოლონიზატორი გახდებოდა და ბრიტანულ და ფრანგულ ჯარებს კონტინენტის დატოვება მოუწევდათ. აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის გარკვეული კოლონიები იტალიის დაქვემდებარებაში იქნებოდა, თუმცა კონტინენტის უმეტესობა გერმანიის მფლობელობაში გადავიდოდა.