უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა- როგორ დაიხსნა გეტოში გარდაუვალი სიკვდილისგან ბავშვები ირენა სენდლერმა? | Allnews.Ge

უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა- როგორ დაიხსნა გეტოში გარდაუვალი სიკვდილისგან ბავშვები ირენა სენდლერმა?

მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთია, რომლის შესახებაც დღესაც ბევრს საუბრობენ. ჰოლოკოსტს 6 მილიონამდე ებრაელის სიცოცხლე შეეწირა.

ნაცისტების მიერ დაპყრობილ ევროპულ ქვეყნებს არ შესწევდათ ძალა წინააღმდეგობა გაეწიათ ჰიტლერის ბრძანებისთვის. თუმცა იყვნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც ებრაელების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აგდებდნენ.

ყველასთვის ცნობილია გერმანელი მეწარმის ოსკარ შინდლერის გმირობის ამბავი, რომელმაც 1 000-ზე მეტი ებრაელი სიკვდილისგან იხსნა. თუმცა, ცოტამ თუ იცის ირენა სენდლერის გმირობის შესახებ, რომელმაც ნაცისტების მიერ დაპყრობილ პოლონეთში 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა!

ებრაელი ოჯახების დახმარება

images-1627558246.jpg

ირენა სენდლერი 1910 წელს ვარშავაში დაიბადა. მამამისი ექიმი იყო, რომელიც უფასოდ მკურნალობდა მათ, ვისაც სხვა ექიმები უარს ეუბნებოდნენ, ებრაული წარმომავლობის გამო.

როდესაც ირენა 7 წლის იყო, მამამისს პაციენტისგან ტიფი გადაედო და გარდაიცვალა. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, ებრაულმა თემმა მის ოჯახს მატერიალური დახმარება აღმოუჩინა და ეს ირენამ სამუდამო დაიმახსოვრა.

ჯერ კიდევ 1939 წელს, მაშინ როდესაც ფაშისტები თავს დაესხნენ პოლონეთს სენდლერი დახმარებას უწევდა ებრაელებს. თანამშრომლებთან ერთად მან შექმნა 3000-მდე ყალბი დოკუმენტი, რათა დახმარებოდა ებრაელ ოჯახებს. ორი წლის მანძილზე, მას ფარულად მიჰქონდა საკვები, წამლები და ფული ებრაულ გეტოში.

„ჟეგოტაში“ გაწევრიანება და ბავშვების გამოყვანა გეტოდან

2017020522405273439-1627558279.jpg

მოგვიანებით ის პოლონეთის წინააღმდეგობის ორგანიზაცია „ჟეგოტას“ (ებრაელთა დახმარების საბჭო) შეუერთდა, რომლის მიზანიც პოლონეთის ნაცისტებისგან გათავისუფლება და ებრაელების დახმარება იყო.

1943 წლის აგვისტოში სენდლერმა ჩაიბარა ჟეგოტას ბავშვთა სექცია. სენდლერს როგორც სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენელს ვარშავის გეტოში შესვლის სპეციალური უფლება ჰქონდა, სადაც ავადმყოფებს ტიფის სიმპტომებზე სინჯავდა. ამ ვიზიტების დროს სენდლერი ებრაელების მიმართ სოლიდარობის ნიშნით თან ატარებდა დავითის ვარსკვლავს.

a73e7ec0-6883-479a-8b79-b7e7dbf1490ajpgpagespeedce-1627558334.iU7yvTRFqp.jpg

სენდერლმა და მისმა კოლეგებმა გეტოდან ბავშვების მალულად გამოყვანა დაიწყეს ისე, რომ ნაცისტებს ეჭვია არ აეღოთ. ისინი ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, რომ ახალშობილები და მცირეწლოვანი ბავშვები სხვადასხვა დაავადებისგან დაიღუპნენ, სინამდვილეში კი ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით ფარულად გამოჰყავდათ.

როგორც წესი, ბავშვებს სპეციალურად გამზადებულ ყუთებში, კალათებში, კუბოებსა და კარტოფილის ტომრებშიც კი ათავსებდნენ. როგორც ცნობილია, ჩვილ ბავშვებს დამაწყნარებელ პრეპარატებს უკეთებდნენ, რომ თავი ტირილით არ გაეცათ.

4205-1627558358.jpg

როგორც კი ბავშვებს გეტოდან გამოიყვანდნენ, სენდლერი და მისი მეგობრები ყალბი დოკუმენტებით მათ პოლონელ ოჯახებში აშვილებდნენ ან ბავშთა სახლებში მიჰყავდათ.

ირენა სენდლერი იმედს არ კარგავდა, რომ ბავშვების მშობლები საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩებოდნენ და ომის დასრულების შემდეგ საკუთარ შვილებთან გააგრძელებდნენ ცხოვრებას. ამისათვის მას სპეციალური სია ჰქონდა შედგენილი, სადაც ეწერა ბავშვის სახელი, მისი მშობლების სახელები და იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ბავშვები იშვილეს.

მსგავსი დოკუმენტის წარმოება ძალიან სარისკო საქმე იყო. იმ შემთხვევაში, თუ ნაცისტები მას აღმოაჩენდნენ, ირენასა და მის კოლეგებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ. ასევე საფრთხეში აღმოჩნდებოდნენ გაშვილებული ბავშვებიც.

ამის გამო სენდლერი ბავშვების მონაცემებს ქილებში ინახავდა და მიწაში ფლავდა. ქილების ადგილსამყოფელი კი მხოლოდ მან იცოდა და მზად იყო წამების შემთხვევაშიც კი არ გაეცა საიდუმლო.

51c1gilhj4l-1627558479.jpg

ამგვარად ირენა სენდლერმა 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვის გადარჩენა შეძლო. მოგვიანებით ის ნაცისტებმა დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა, მისმა კოლეგებმა გერმანელი ჯარისკაცები მოისყიდეს და ირენა გააპარეს. ის დახვრეტილების სიაში შეიტანეს და ომის დასრულებამდე, სხვისი სახელით იმალებოდა.

ომის დასასრული

ომის დასრულების შემდეგ, როდესაც პოლონეთის გერმანელებისგან გათავისუფლდა ირენამ და მისმა მეგობრებმა საიდუმლო საცავი გახსნეს, რათა ბავშვებსა და მშობლებს ერთმაენთი ეპოვათ. სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა გარდაცვლილი აღმოჩნდა.

რომ არა სენდლერი და მისი კოლეგები, დიდი ალბათობით, ბავშვებიც მშობლების ბედს გაიზიარებდნენ. ომის შემდეგ, ირენმა ინფორმაცია გადარჩენილი ბავშვების შესახებ, პოლონელი ებრაელების ცენტრალურ კომიტეტს გადასცა.

1965 წელს ირენა სენდლერის მსოფლიო ხალხების მართლის საპატიო სახელი მიანიჭეს და მხოლოდ 2003 წ. დააჯილდოვეს ის სამშობლოში – ირენა სენდლერს, ოკუპაციის წლებში გამოჩენილი გმირობისთვის, თეთრი არწივის ორდენი გადასცეს (პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო).

2017020522434373439-1627558540.jpg

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი გმირობის შესახებ საქვეყნოდ მხოლოდ 1999 წელს გახდა ცნობილი, როდესაც პრესაში პირველი პუბლიკაციები გაჩნდა.

2009 წელს მისი გმირობის შესახებ დაიდგა სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით: „ირენა სენდლერის მამაცი გული“ (პოლ. Dzieci Ireny Sendlerowej).

irena-sendler-blog-1627558630.jpg

b445c6e1f746b26d9c0e6da767282694-1627558519.jpg

ირენა სენდლერი 2008 წელს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

irena-sendler-funeral-200805-1627558582.15_(4).jpg

„გმირობა გასაკუთრებული საქციელია. მე რაც გავაკეთე ეს არ იყო გასნსაკუთრებული საქციელი. ეს ნორმალური იყო. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი იხრჩობა, შენ მისი გადარჩენა უნდა სცადო მაშინაც კი, თუ ცურვა არ იცი.“-განაცხადა მან გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე.