
თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.
ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.
"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი. დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით. თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.
ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და რეაგირებაც მოხდება.
"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია.
რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.
ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ:
https://www.georgianjournal.ge/society/33994-tbilisis-famous-monuments-appear-in-masks-anti-pollution-campaign-in-the-city.html
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი პუტინი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეულ ოჯახში გაიზარდა.
მამა, ვლადიმერ სპირიდონის ძე პუტინი, დაიბადა 02/23/1911 წელს ტვერის პროვინციის სოფელ პომინოვოში, დედა - მარია ივანეს ასული პუტინა (შელომოვა) დაიბადა 1911 წლის 10/17/1911 წელს, კალინინსკის რაიონის სოფელ ზარეჩიეში, ტვერის რეგიონი.
თავად პრეზიდენტის თქმით, მისი მშობლები მის წარმატებას სულ ცოტა ხნით ჩამორჩნენ შესაბამისად პუტინის მიღწევებს ვერ მოესწრნენ. დედა გარდაიცვალა 1998 წელს, მამა ერთი წლის შემდეგ, 1999 წელს.
ვლადიმერი- დიდი სამამულო ომის მონაწილე, მსახურობდა წყალქვეშა ფლოტში, იყო წითელი არმიის 330-ე ქვეითი პოლკის ჯარისკაცი, დაჯილდოვდა მედლებით: "სამხედრო დამსახურებისთვის", "ლენინგრადის დასაცავად". 1985 წელს მას მიენიჭა სამამულო ომის ორდენის 1 ხარისხის ორდენი.
მარია გადუარჩა ბლოკადას, მიიღო მედალი. ომის შემდეგ პუტინის მშობლები მუშაობდნენ ვაგონების ქარხანაში. ეგოროვა.
ვოლოდია დაიბადა, როდესაც ისინი უკვე ორმოცს გადასცილდნენ. ოჯახი არ ცხოვრობდა კარგად, მათ პატარა ოთახი ჰქონდათ კომუნალურ ბინაში, კეთილმოწყობის გარეშე.
მომავალმა პრეზიდენტმა ბავშვობა და ახალგაზრდობა ასეთ მოკრძალებულ პირობებში გაატარა. 1960 წელს ის ჩაირიცხა რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში, 11 წლის ასაკში დაინტერესდა სამბოთი და ძიუდოთი.
1980 წელს, არკადი რაიკინის კონცერტზე, იგი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ლუდმილა პუტინს.
1985 წელს დაიბადა პუტინების უფროსი ქალიშვილი მარია, ხოლო 1986 წელს კატერინა. საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის პრეზიდენტის შვილებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ლუდმილასთან განქორწინების შემდეგ. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები
(0)