რატომ არ არის ამაზონზე ერთი ხიდიც კი? -საინტერესო ფაქტები მდინარეზე, რომელიც პერიოდულად საპირისპირო მხარეს მიედინება | Allnews.Ge

რატომ არ არის ამაზონზე ერთი ხიდიც კი? -საინტერესო ფაქტები მდინარეზე, რომელიც პერიოდულად საპირისპირო მხარეს მიედინება

ამა­ზო­ნი მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მდი­ნა­რეა, მის წილ­ზე დე­და­მი­წის წყლის რე­სურ­სის 18% მო­დის. მდი­ნა­რე აუხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით არის აღ­სავ­სე.

რა­ტომ არ არის 6400 კმ სიგ­რძის მდი­ნა­რე­ზე არ­ცერ­თი ხიდი?

რა­ტომ მი­ე­დი­ნე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად მდი­ნა­რე სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს?

რითი აო­ცებს ამა­ზო­ნი მკვლე­ვა­რებს?

amazia-66894-1631345768.jpg

სა­ი­დუმ­ლო მდი­ნა­რე

გი­გან­ტუ­რი მდი­ნა­რე - სამ­ხრეთ ამე­რი­კის დე­დო­ფა­ლი მკვლე­ვა­რებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რით აო­ცებს. მისი ღარი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ოკე­ა­ნე­ში შე­დი­ნე­ბი­სას მას ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით ამ­ტკნა­რებს. ამა­ზონს არ აქვს ზუს­ტი დი­ნე­ბა, ხან უამ­რავ ნა­კა­დად იშ­ლე­ბა, ხა­ნაც ეს ნა­კა­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის. მას მრა­ვა­ლი სხვა მდი­ნა­რე უერ­თდე­ბა.

ყვე­ლა­ზე ფარ­თო ად­გი­ლას მშრალ სე­ზონ­ზე მისი სი­გა­ნე 11 კი­ლო­მეტრს აღ­წევს, მაგ­რამ წვი­მე­ბის დროს ნა­პი­რებს შო­რის მან­ძი­ლი 50-დან 80 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. ამა­ზო­ნის ნა­პი­რებ­ზე ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხა­რობს და ბი­ნად­რობს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ო­ში სხვა­გან ვერ­სად შეხ­ვდე­ბი.

amazon3-66671-1631345819.jpg

მეც­ნი­ე­რებ­მა ახ­ლა­ხან შე­ი­ტყვეს, რომ მდი­ნა­რის ფსკერ­ზე… კი­დევ ერთი მდი­ნა­რე მი­ე­დი­ნე­ბა. მას რიო ჰამ­ზა უწო­დეს.

ეს გახ­ლავთ 400 - კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი წყალ­სა­დი­ნა­რი, რომ­ლის დი­ნე­ბის ტრა­ექ­ტო­რია და მი­მარ­თუ­ლე­ბა ამა­ზონს ემ­თხვე­ვა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც წყალ­ქვე­შა დი­ნე­ბა ამა­ზო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით მლა­შეა. რიო ჰამ­ზას ბუ­ნე­ბის ახ­სნა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ტალ­ღის მო­თოკ­ვა

წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ოკე­ა­ნი­დან ამა­ზონ­ში გი­გან­ტუ­რი ტალ­ღა ვარ­დე­ბა, რო­მე­ლიც 800 კმ მან­ძილ­ზე ზე­მო­დან ეფა­რე­ბა. მისი ღმუ­ი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ის­მის, სა­ნამ მხედ­ვე­ლო­ბის ზო­ნა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ამ მოვ­ლე­ნას პო­რო­რო­კას (მძვინ­ვა­რე წყა­ლი - პორტ. - დ.ზ.) უწო­დე­ბენ. ამ დროს მდი­ნა­რე უკუღ­მა იწყებს დი­ნე­ბას 4-6 მეტ­რის სი­მაღ­ლის აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღე­ბით, სა­ათ­ში 20-27 კმ სიჩ­ქა­რით. ამ დროს ამა­ზონ­ზე ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი სერ­ფე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. მათ არც პო­რო­რო­კის სიჩ­ქა­რე აჩე­რებთ, არც რის­კი, რომ რო­მე­ლი­მე წყლის ბი­ნა­და­რის ლუკ­მა გახ­დე­ბი­ან ან ძვლებს მი­იმ­ტვრე­ვენ სად­მე და­ლე­წილ ხეზე.

porocora-66842-1631345860.jpg

ზო­ო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პო­რო­რო­კის გამო ამა­ზონ­ზე ზღვის ცხო­ვე­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლიბ­რი­ვი ვარ­დის­ფე­რი დელ­ფი­ნე­ბი, რო­გორც ჩანს, ერთ დროს ოკე­ა­ნი­დან ძა­ლი­ან შორს გად­მოს­რო­ლი­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან და მდი­ნა­რის პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბა მო­უ­წი­ათ.

არ არის და არც არის სა­ჭი­რო!

ყვე­ლა ამ მი­ზე­ზის გამო ამა­ზონ­ზე ხი­დის გა­დე­ბას აზრი არ აქვს. რო­გორ უნდა გა­ა­გო სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი კონ­სტრუქ­ცია მდი­ნა­რე­ზე, რო­მელ­მაც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბა, სიღ­რმე, ტალ­ღის სი­მაღ­ლე, სიმ­ლა­შე…

ასე­თი შეც­დო­მა კონ­ტი­ნენ­ტის მე­ზობ­ლებ­მა უკვე და­უშ­ვეს - ჰონ­დუ­რას­ში ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ხიდი აა­შე­ნეს, რომ­ლის ქვე­შაც მდი­ნა­რემ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დი­ნე­ბა მო­ი­სურ­ვა.

amazona-66869-1631345896.jpg

და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით აბ­სურ­დია უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბის ხარ­ჯვა 11- 80 კმ სი­გა­ნის მქო­ნე მდი­ნა­რე­ზე ხი­დის ასა­შე­ნებ­ლად. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას ნა­ვებს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. აქ ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად ,გზე­ბიც კი არ არის. ტუ­რის­ტე­ბი კი სწო­რედ მდი­ნა­რის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­დი­ან და ასე­ვე ნა­ვებს ან კა­ტე­რებს ირ­ჩე­ვენ, გზე­ბი და ხი­დე­ბი ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა.

ambebi.ge