ვაორანი- მაიმუნებზე მონადირე იდუმალი ტომი ამაზონიდან, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობს
ველური ვაორანის ტომის ცხოვრების წესი თანამედროვე ადამიანს შოკს მოჰგვრის. ინდიელთა ეს ტომი ამაზონის ტყეებში მომთაბარეობს, ტომი დაკავებულია შემგროვებლობითა და ნადირობით. ვაორანის პირველყოფილი ტომის წევრები მაიმუნებზე მონადირეებისაგან შედგება.
სანადიროდ ტომის მამაკაცები იყენებენ სპეციალურ მილებს, რისი საშუალებითაც მაიმუნებს ესვრიან შხამიან ისრებს. ისინი შესანიშნავი მონადირეები არიან. დროის უმეტეს ნაწილს ვაორანი ატარებს ხეებზე, რის გამოც ტომის წევრებს აქვთ ბრტყელი ფეხები და დეფორმირებული ქუსლი.
ვაორანის ტომის ძირითად საკვებს წარმოადგენს მაიმუნის ხორცი. ასევე, იკვებებიან გარეული ღორის (ტახის) ხორცით, ტუკანებით (ერთ-ერთი ფრინველი), ქალების მიერ შეგროვებული მცენარეებითა და ბალახით.
ვაორანის ტომის წევრთა რაოდენობა მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანია. ეს მომთაბარე ხალხი ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ ეკვადორის ტერიტორიაზე.
დღეისათვის ვაორანის ტომი ცხოვრობს იასუნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რეზერვაცია ამ ხალხის საკუთრებაა. იასუნის პარკზე ეკვადორის მთავრობას პარკზე არანაირი უფლება აღარ აქვს.
ვაორანის ტომში ყველა ერთმანეთს იცნობს. როლები მკაცრად გადანაწილებულია: მამაკაცები დაკავებული არიან ნადირობით, ქალები - ბავშვთა აღზრდით.
ვაორანის ტომი ძალიან შორს დგას ცივილიზაციისაგან, თუმცა დროდადრო მათ სტუმრობენ ტურისტები, რისგანაც ტომის წევრები გარკვეულ სარგებელს ნახულობენ. კერძოდ, ვაორანის ინდიელები ამზადებენ მძივებს ფრინველის ბუმბულისაგან და ყიდიან ტურისტებზე.