
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც Netflix-ის კორეულმა სერიალმა "კალმარის თამაში" მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. სერიალს გამოსვლიდან 28 დღეში 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რითაც Netflix-ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა.
კინოკრიტიკოსები აცხადებენ, რომ „კალმარის თამაში“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და შემოსავლიანი სერიალი გახდება. პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ უკვე დაანონსდა, რომ მომდევნო წელს სერიალი ტელეეკრანებზე ახალი სეზონით დაბრუნდება.
ნეთფლიქსის ახალი სამხრეთ კორეული სერიალი სასიკვდილო თამაშებში ჩაბმულ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ და სხვების სიცოცხლეს დიდი ოდენობის საპრიზო თანხის სანაცვლოდ რისკავენ.
„კალმარის თამაშში“ მონაწილეობას სულ 456 პირი იღებს. სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და წარსულის მქონე ადამიანებს ერთი რამ აერთიანებს- თითოეულ მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რომლის გადახდაც არ შეუძლია.
ამის გამო ისინი საკუთარი სურვილით საკმაოდ უცნაურ და უჩვეულო თამაშში მონაწილეობას თანხმდებიან. თამაშებში გამარჯვებული პრიზის სახით 45.6 მილიარდ კორეულ იანს მიიღებს, წაგების შემთხვევაში კი მონაწილეებს სიკვდილი ემუქრებათ.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ:
აღმოჩნდა, რომ ასეთი ნომერი სინამდვილეშიც არსებობს და მის მფლობელს დღეში 4 000-მდე ფანი ურეკავს. ნომრის მფლობელი ნეთფლიქსს უკვე დაუკავშირდა და კომპანია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ერთ-ერთმა სამხრეთ კორეელმა პოლიტიკოსმა მას ნომრის სანაცვლოდ $85 000 შესთავაზა.
ბექა ბერიაშვილი