„მათ დედამიწაზე ცოდნა მოიტანეს და გაქრნენ, თუმცა დაიბარეს, რომ დაბრუნდებიან“ - რატომ ვერ ბედავენ ჩინური პირამიდების შესწავლას? | Allnews.Ge

„მათ დედამიწაზე ცოდნა მოიტანეს და გაქრნენ, თუმცა დაიბარეს, რომ დაბრუნდებიან“ - რატომ ვერ ბედავენ ჩინური პირამიდების შესწავლას?

თანამედროვე სამყაროში უამრავი იდუმალებით მოცული ადგილია, რომელთა ისტორია კაცობრიობისთვის დღემდე უცნობია. გამქრალი ცივილიზაციების საიდუმლოებათა რიცხვს მიეკუთვნება ეგვიპტის, ცენტრალური ამერიკის და ჩინეთის პირამიდებიც, თუმცა, თუ ეგვიპტურ ძეგლებს მუდმივად იკვლევენ, ჩინური პირამიდები დღემდე შეუსწავლელია, რადგან სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და ნებისმიერი შეჭრა აკრძალულ ტერიტორიაზე კანონით ისჯება.

1945 წლის გაზაფხულზე, ჩინეთის ტერიტორიის დაზვერვისას, ქალაქ სიანის სამხრეთ-დასავლეთით შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტს ჯეიმს კაუფმანს ძრავა დაუზიანდა, ავარიული დაფრენისთვის შესაფერისი ადგილის ძიებისას პილოტი რამდენიმე მეტრით დაბლა დაეშვა და არაჩვეულებრივი სანახაობის მოწმე გახდა:

"მთას შემოვუფრინე და მოულოდნელად ჩემს წინ უზარმაზარი თეთრი, არაბუნებრივი ნათებით შემოსილი, უცნაური ქვით ნაშენი, მოვერცხლისფრო-თეთრი პირამიდა ამოიწვერა, უზარმაზარი მეტალის ნატეხით მწვერვალზე, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას", - სწორედ ასე აღწერა ნანახი პილოტმა თავის მოხსენებაში.

chinecsee-4-1635237195.jpg

მან ფოტოებიც გადაიღო, რომელთა შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირამიდის სიმაღლე 300 მეტრს, სიგრძე კი - 490 მეტრს შეადგენდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა ყველაზე მასიურ ნაგებობად ცნობილ ხეოფსის პირამიდას, რომლის სიმაღლე მხოლოდ 146, 60 მეტრი, საყრდენი კედლის სიგრძე კი - 230,33 მეტრია.

china-pyramid-white-001-1635237227.png

2 წლის შემდეგ უცნაური ნაგებობა შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილმა პოლკოვნიკმა მორის შიჰანმაც ნახა, მისი ნაამბობი პრესაშიც გამოქვეყნდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ მოჰყოლია.

ბედმა ახალ ზელანდიელ ბრიუს კაგის გაუღიმა როცა 1963 წელს ავსტრალიელი კომერსანტის ფრედ მაიერ შროდერის მე-20 საუკუნის დასაწყისში გაკეთებულ დღიურებში ჩინეთში მოგზაურობის ფრაგმენტებსაც გადააწყდა.

„რამდენიმედღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ვებერთელა მთა დავინახეთ. თუმცა, ახლოს მისულებს მთის ნაცვლად უზარმაზარი ნაგებობა დაგვხვდა დამრეცი წახნაგებით და თითქოს წაჭრილი, ბრტყელი წვერით. უცნაურია, აქაურები ყოველდღე ხედავენ ამ საოცრებას, დასავლურმა სამყარომ კი არაფერი იცის მათ შესახებ"- აღფრთოვანებული წერდა კომერსანტი, რომელმაც ყურადღება მიაქცია, რომ პირამიდების გვერდები ეგვიპტურისგან განსხვავებით ქვით იყო მოპირკეთებული.

pyramide-tumulus-chine-688po-1635237319.jpg

პირამიდების ასაკით შროდერი თანამგზავრთან, მოხუც ბერთან დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ ჩვენ ერამდე მე-3 ათასწლეულის ხელნაწერებში მოხსენიებული ნაგებობები იმ უძველეს იმპერატორთა ხანას მიეკუთვნება, რომლებიც დედამიწაზე ლომის თანავარსკვლავედიდან 5 000 საუკუნის წინ ცეცხლოვანი მეტალის დრაკონებით ჩამოფრინდნენ და საკუთარი თავი ცის შვილების მემკვიდრეებად გამოაცხადეს. 100-წლიანი მმართველობის შემდეგ კი ისევ უკან გაფრინდნენ.

პირამიდების ჩინური ლეგენდები ძალიან ჰგავს ძველ ეგვიპტურსა და სამხრეთ ამერიკულს, რადგან ყველას უცხოპლანეტელებთან კავშირი აერთიანებს, რომლებმაც დედამიწაზე ცოდნა და კულტურა მოიტანეს, საკუთარი მისიის შესრულების შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ, თუმცა დაიბარეს რომ აუცილებლად დაბრუნდებიან.

pyramids-1635237362.png

უცნაურია, მაგრამ ბერის ვერსიას იზიარებს თანამედროვე მეცნიერებაც, რომელიც ამტკიცებ, რომ პირამიდები მარსიდან მოსული პირების შემოქმედებაა, რადგან წითელი პლანეტის რელიეფი და უცნაური ნაგებობები ფორმით ძალიან ჰყავს ჩინურ პირამიდებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 2000 წელს დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე 400-მდე ნაგებობის არსებობა. ყველაზე დიდს თეთრი პირამიდა უწოდა და ერთგვარ მავზოლეუმად მიიჩნია. ინფორმაციის სიმცირე მეცნიერებს ვარაუდების თამამად გამოთქმის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთის თანახმად თეთრი დიდი პირამიდა ცინის დინასტიის იმპერატორთა აკლდამაა, რომლის მშენებლობასაც 700 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი ცხედრები კი კედლებში ჩამარხეს და მიწით დატკეპნეს.

იხილეთ გაგრძელება: რატომ ვერ ბედავენ ჩინური პირამიდების შესწავლას?