
ბევრი ადამიანი ცდილობს და იცხოვროს ისე, რომ არ შეამჩნიოს პრობლემები, რომლებიც მას არ ეხება.
კენიის დაცულ ტერიტორიებზე სადაც უამრავი ცხოველი ბინადრობს კლიმატის ცვლილების გამო წყლის რესურსების დეფიციტი გაჩნდა. უკანასკნელი გუბურის დაშრობის შედეგად აშკარ აგახდა, რომ ცხოველები წყლის გარეშე დაიღუპებოდნენ.
პატრიკი უბრალოდ ფერმერია ახლომდებარე სოფლიდან. მან გადაწყვიტა განწირული ცხოველები გადაერჩინა. 2016 წლიდან მან გუბურამდე ავზიანი ავტომობილით წყლის მიტანა დაიწყო.
მას შემდეგ ის ყოველდღე ავზს ავსებს, სადაც 13 ათასზე მეტი ლიტრი წყალი ეტევა და გზას ადგება. პატრიკს ქალაქიდან გუბურამდე და შემდგომ უკან დასაბრუნდებლად 140 კილომეტრის გავლა უწევს.
ცხოველები მას უკვე სცნობენ და მისი აღარ ეშინიათ. სწორედ ამიტომ, მასთან შესახვედრად ნელ–ნელა მოდიან.
„გუშინ წყალსასმელთან 500 კამეჩი მელოდებოდა. როცა მივედი, წყლის სუნი იმწამსვე იგრძნეს. ჩემს წასვლას არც კი დაელოდნენ, პირდაპირ წყლის დასალევად გაეშურნენ, რადგან წყურვილისგან ფაქტობრივად კვდებოდნენ“ – ამბობს პატრიკი.
დროთა განმავლობაში მან საკუთარი ისტორიის Facebook-ზე გამოქვეყნება დაიწყო და მისი ამბავი მთელს მსოფლიოში უსრაფესად გავრცელდა. პატრიკის დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და ახლა მას წყლის ტრანპორტირება საკუთარი ხარჯებით აღარ უწევს. პარალელურად პატრიკი სხვადასხვა პროექტებზეც მუშაობს.