11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყველაზე უცნაური და აბსურდული ცრურწმენები მსოფლიოში | Allnews.Ge

ყველაზე უცნაური და აბსურდული ცრურწმენები მსოფლიოში

მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული სხვადასხვა ცრურწმენა. ზოგიერთი მათგანი ძალზედ საოცარი და წარმოუდგენელიც კია. ქვემოთ შემოგთავაზებთ 12 მათგანს:

1. ალბანეთი

ალბანეთში ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ თუ დაგვისას ცოცხს ფეხს შეახებ, მოკვდები.

2020112513392926272-1636704813.jpg

2. იტალია.

გამოცდის ან განსაკუთრებული გამოწვევის წინ, თავზე მარილის დაყრა, ან ჩანთასა და ფეხსაცმელში მისი ჩაყრა, ბედნიერების მომტანია.

3. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში მიიჩნევა, რომ თუ სადილისას მაგიდიდან ჩანგალი გადავარდება, სტუმრად მამაკაცი მოვა, თუ კოვზი ან დანა - ქალბატონი.

images-1636704942.jpg

4. ჩინეთში საათის ჩუქება ნიშნავს, რომ ადრესატს სიკვდილს უსურვებთ.

5. პერუს ბაზარში საღამოს მარილის შოვნა გაგიჭირდებათ, რადგან ვაჭრებს სჯერათ, რომ შებინდებისას მარილის გაყიდვა მათ ბიზნესს დააზიანებს.

6. იაპონიაში ციფრი 4 თითქმის ისე გამოითქმის, როგორც სიტყვა “სიკვდილი", ამიტომ ის უბედურების მომტანად მიიჩნევა.

elevator-buttons-1636705007.jpg

7. ჰოლანდიაში სუფრასთან სიმღერა უბედურების მომტანია.

8. ებრაული ცრურწმენის მიხედვით, ცემინებისას მარცხენა ყურზე უნდა მოიკიდოთ ხელი, რომ თქვენი სული კვლავ სხეულს დაუბრუნდეს. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: იღბლისა და წარმატების მომტანი თილისმები და მათი წარმოშობის ისტორია