საზოგადოება
16.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ბოლო წლებია ზამთრის კომუნალური ვაუჩერით თბილისის მოსახლეობა სარგებლობდა, თუმცა მიმდინარე წელს ვაუჩერით სარგებლობას ყველა ვეღარ შეძლებს.

2016 წლის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება შემცირდა.

როგორც Allnews.ge-ს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ წელს კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"2016 წლის იანვრიდან თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა, რომ მიმდინარე წლის ზამთარში კომუნალურ სუბსიდიას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, 200 000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული მოსახლეობა. ამ პროგრამას ჰქვია კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, არის მიზნობრივი და განკუთვნილია სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის.

პროგრამა 5 თვეზეა გათვლილი - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. ამ წელს დარჩენილია ნოემბერი და დეკემბერი და შესაბამისად, ამ ორ თვეში კომუნალური სუბსიდია ერიცხებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ კატეგორიას. ამ ოჯახებს აბონენტის ნომერზე დაერიცხებათ კომუნალური სუბსიდია კომუნალური გადასახადების - წყლის, დასუფთავების და ელექტროენერგის გადასახდელად.

ვინც ფიქრობს, რომ ეს დახმარება სჭირდება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც გაივლიან რეგისტრაციას, იქ შეამოწმებენ ამ ოჯახებს და თუ ეკუთვნით, მათ მიანიჭებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს", - განაცხადეს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

რაც შეეხება თბილისის 2017 წლის ბიუჯეტს, ის ჯერ დამტკიცებული არ არის, როგორც მერიაში აცხადებენ, კომუნალური სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ის არის მიზნობრივი და შეეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

თეა ბეჟიტაშვილი

მკითხველის კომენტარები
(6)

ხოხ!
30 მარტი , 2017 16:03

ადვოკატის განცხადებით საზოგადოებისთვის საშიში არააო,და ერთი აგვიხსნას,წინა ადვოკატიც იგივეს ამბობდა?..იმ ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა,დამთავრდა მისი ცხოვრება და სხვაც რომ არ გაუბედურდეს,ამიტომაა უმძიმესი სასჯელის ღირსი,ყველა ვინ დამნაშავეა ავტოავარიაში.

დაა
27 მარტი , 2017 19:03

ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული,მანქანა X5-ია და არა სედანი ბმვ-ბი, რომელებიც ტრაგედიის მიზეზი გახდა,და საერთოდ მგონი საქართველოც არაა...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდნენ და საშიშია, რომ გამრავლდნენ" - რას აცხადებდნენ ცნობილი უცხოელები ქართველებისა და საქართველოს შესახებ? | Allnews.Ge

"ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდნენ და საშიშია, რომ გამრავლდნენ" - რას აცხადებდნენ ცნობილი უცხოელები ქართველებისა და საქართველოს შესახებ?

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ცნობილი უცხოელების გამონათქვამებს საქართველოსა და ქართველების შესახებ.

ჩარლზ დარვინი

charles-darwin-3000-3x2gty-56a4890a3df78cf77282ddaf-1637655595.jpg

"სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური შარდენი ამბობს, რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან გახშირებული ქორწინებების გამო. სპარსეთში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი დედა არ ჰყავდეს."

იმანუელ კანტი

kant-immanuel-1637655677.jpg

"ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე. საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ."

სტრაბონი

"არსებობს ქვეყნები სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან უმრავლესობა ლამაზია - მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე."

მარკო პოლო

marco-polo-iran-tp-3bd318-1637655936.jpg

"ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო (ეს არაა დამტკიცებული ისტორიულად). ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რომელსაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსადაა ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა."

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

"ეს ერი - ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდეს და საშიშია, რომ გამრავლდეს..."

ფრიდრიხ ენგელსი

friedrich-engels-hd-1637655822.jpg

"ნეოლითური ხანის (ძვ.წ. 10, 200 - 2000 წწ.) არა მარტო ესპანეთის, არამედ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მთელი ტერიტორიისა, ყოველ შემთხვავაში რაინამდე ეკუთვნოდა როგორც ჩანს იბერიულ რასას."

განაგრძეთ კითხვა