
საჭმლის გადამუშავების სისტემას და მის მწყობრში ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ჭარბი წონა გაწუხებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი კვების რეჟიმი და ის, თუ რას მივირთმევთ ყოველდღიურად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.
რა თქმა უნდა, საჭმლის გადამუშავების პროცესი ყველასათვის ინდივიდუალურია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, მეტაბოლიზმისა და თქვენ წარმოიდგინეთ, სქესის მიხედვითაც კი, მაგრამ არსებობს ზოგადი დასკვნა საკვებთან დაკავშირებით, რომელი უფრო მალე გადამუშავდება და რომელი უფრო რთულად.
ეს სტატია დაგეხმარებათ გაანალიზოთ თქვენი კვებითი მდგომარეობა და დაიცვათ ზომიერი დიეტა. სწრაფადმონელებადი საკვები ასეთი საკვების მიღების შემთხვევაში თქვენ მალევე გშივდებათ, რადგან გრძნობთ, რომ კუჭი ცარიელი გაქვთ. მიუხედავად ამისა, ასეთ საკვებს ენერგიის მომმატებელსაც უწოდებენ, თუმცა გამოუყენებელი გლუკოზა/ენერგია შესაძლოა სიმსუქნის მიზეზი გახდეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რთულადმონელებადი საკვები ასეთი საკვები თქვენს გლუკოზას ნელა სწევს მაღლა და ენერგიაც დაბალანსებულია. თუმცა საჭმლისმომნელებელ სისტემას უჭირს მისი გადამუშავება და ყოველჯერზე ასეთი საკვების მიღება თქვენს კუჭ-ნაწლავს ტვირთავს და აზიანებს.
ასეთი საკვები რეკომენდირებულია მიიღოთ შუადღისით, რადგან ამ დროს თქვენი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქტიურია, ხოლო დილით და საღამოს უნდა ეცადოთ, რომ ადვილადმონელებადი საჭმელები მიიღოთ. 1. წყალი წყალს არანაირი დაბრკოლება არ ხვდება გადამუშვებისას, პირიქით, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა საჭმლის გადასამუშვებლად. 2. ხილის წვენი 15-20 წუთი 3. ნედლი ბოსტნეული 30-40 წუთი 4. შემწვარ-მოხარშული ბოსტნეული 40 წუთი 5.თევზი 45-60 წუთი 6. სალათა ზეთით 1 საათი 7. სახამებლიანი ბოსტნეული 1.5-2 8. მარცვლეული 2 საათი 9.რძის პროდუქტები 2 საათი 10. თხილი, კაკალი და ა.შ. 3 საათი 11. ქათამი 1.5 /2 საათი 12. ძროხის ხორცი 3 საათი 13. ცხვრის ხორცი 4 საათი 14. ღორის ხორცი 5 საათი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ედგარ ჰარელს დღემდე ჩაესმის მეგობრების ყვირილი, რომლებსაც ზვიგენები ცოცხლად გლეჯდნენ, თუმცა მას შემდეგ უკვე 76 წელი გავიდა. ედგარი 1195 ადამიანიდან ერთ -ერთი იყო, რომელიც 1945 წელს, ამერიკული კრეისერის "ინდიანაპოლისის" ბორტზე იმყოფებოდა. გემი იაპონიის წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, ასობით ადამიანს კი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი თავგანწირვა და ბრძოლა დასჭირდა.
"ყველაფერი, რაც გვესმოდა, იყო ის, რომ ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. ყოველდღე, ყოველღამე, ყოველ წამს, შეუჩერებლივ..."
"ინდიანაპოლისი", 1945 წლის 30 ივლისის ღამეს, კუნძულ ტინიანიდან ფილიპინებისკენ მას შემდეგ გაემართა, რაც საიდუმლო მისია წარმატებით შეასრულა და ამერიკის ბაზაზე, ჰიროსიმაში გამოსაყენებელი ატომური ბომბისთვის განკუთვნილი ურანი ჩაიტანა.
12:14 წუთზე იაპონურმა წყალქვეშა ნავმა "ინდიანაპოლისის" მიმართულებით 6 ტორპედო გაუშვა, საიდანაც 2 პირდაპირ მას მოარტყა, რამაც გემის ჩაძირვა გამოიწვია.
მამაკაცმა სასწრაფოდ სამაშველო ჟილეტი აიღო და ხომალდიდან წყალში გადახტა.
ბორტზე მყოფი 1195 ადამიანიდან 300 გემთან ერთად, ზუსტად 12 წუთში ჩაიძირა. ნაწილი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა. სიხარული ნაადრევი იყო, მეზღვაურებს წინ კიდევ უფრო საშინელი საფრთხე ელოდათ - მათ გარშემო თავმოყრა ზვიგენებმა დაიწყეს.
მამაკაცები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცარიელი ხელებით ცდილობდნენ მათი მიმართულებით წამოსული მტაცებლების დაშინებას.
მეზღვაურებს არც წყალი და არც საკვები ჰქონდათ, ისინი ოკეანის მარილიან წყალს სვამდნენ და თანდისთან გონებასაც კარგავდნენ. რაღაც მომენტში შეძლეს და ცარიელი ალუმინის ყუთებისგან ტივის გაკეთება მოახერხეს, რომელსაც გაფუჭებული კარტოფილიანი ყუთებიც მიამაგრეს.
"კარტოფილი გარედან დამპალი, თუმცა შიგნიდან ჯერ კიდევ საღი და მაგარი იყო, ამიტომ მაინც ვჭამდით ვინაიდნ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".
კადრები ფილმიდან USS Indianapolis: Men of Courage
რამდენიმე დღეში, პატრულირებისას, ამერიკულმა ბომბდამშენის ეკიპაჟმა შემთხვევით მამაკაცები დაინახა, მასიური სამძებრო ოპერაციები დაუყონებლივ დაიწყო - შემთხვევის ადგილზე პირველი რობერტ ადრიან მარქსი მივიდა, რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და აღელვებულ ტალღებზე დაეშვა, მან 49 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მალევე, მას სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად უკან 7 ხომალდიც მიჰყვა. მაშველებმა მხოლოდ 321 მეზღვაურის ამოყვანა მოახერხეს, რომელთაგან ოთხი მალევე გარდაიცვალა.
ედგარ ჰარელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით ის მამაცობისთვის მეწამული გულით დააჯილდოვეს.
Intermedia.ge
მკითხველის კომენტარები
(0)