რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2022 წლის მონაცემებით | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2022 წლის მონაცემებით

მსოფლიოში არსებობს 50 უმდიდრესი ოჯახი, რომელთან ქონება ერთობლივად 4 ტრილიონ დოლარზე მეტია. ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს, ნაწილი კი მედიისგან ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

თუმცა, Forbes-ის მიერ შეფასებული წმინდა ღირებულების საფუძველზე, მათ შესახებ მწირი მონაცემები მაინც არის ცნობილი. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ბოლკიას ოჯახი, ბრუნეი: 30 მილიარდი დოლარი

sultan-hassanal-bolkiah-family-1643442954.jpg

ბრუნეის სამეფო დინასტია, ბოლკიას სახლი, 1363 წელს დაარსდა და დროდადრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას მართავდა. ოჯახი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სულთანი ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის ნავთობის უზარმაზარი მარაგების წყალობით გამდიდრდა. ამბობენ, რომ სულთანის ქონება 30 მილიარდ დოლარამდეა, ხოლო მისი ვაჟი, პრინცი ჰაჯი აბდულ აზიმი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ადელსონის ოჯახი, აშშ: 30,7 მილიარდი დოლარი

iac-2018-la-gala-courtesy-iac-1-2000x1125-1643442993.jpg

ნევადას უმდიდრესი ოჯახი ფულს აზარტული თამაშებით შოულობს. შელდონ ადელსონმა თავისი პირველი ბიზნესი 12 წლის ასაკში დაიწყო, 1988 წელს აიღო კაზინოს ბიზნესი და 1990-იანი წლების ბოლოს უკვე წარმატებით ამუშავებდა. ის 2021 წლის იანვარში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლის ოჯახი, ჰონგ კონგი: 32,3 მილიარდი დოლარი

013-700x466-1643443050.jpg

მეტსახელად "ჰონკონგის ბაფეტის", ლი შაუ-კეის ბიზნეს ინტერესები ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწყო. სანამ ჰონგ კონგსა და ჩინეთში უძრავ ქონებაზე გადადიოდა, იგი ვალუტითა და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობდა. ლი ასევე ცნობილია თავისი ინვესტიციებით.

მაგნატის სამი შვილი მარგარეტი, მარტინი და პიტერი, ისევე როგორც შვილიშვილი კრისტინ ლი, ჩართულნი არიან ოჯახურ ბიზნესში.

განაგრძეთ კითხვა