კბილი, რომელმაც კაცობრიობის ისტორია თავდაყირა დააყენა - არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა, რომელიც ევროპაში ადამიანთა გავრცელების ისტორიას ცვლის
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა განსაკუთრებული აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც აქამდე არსებულ ინფორმაციას თანამედროვე ადამიანის, ჰომო-საპიენსის, წარმოშობის შესახებ სრულიად ცვლილს.
საფრანგეთის, სამხრეთ ნაწილში არქეოლოგებმა ადამიანის კბილი აღმოაჩინეს, რომელიც 54 000 წლით თარიღდება! აქამდე მიიჩნეოდა, რომ ევროპის კონტინენტზე ადამიანები პირველად მხოლოდ 43 000 წლის წინ გამოჩნდნენ. შესაბამისად გამოდის, რომ ევროპაში ჰომო-საპიენსები იმაზე 100 საუკუნით ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი!
ბავშვის კბილი, რომელიც 54 000 წლით თარიღდება
აქედან გამომდინარე, ჰომო-საპიენსები რამდენიმე საუკუნის მანძილზე ევროპის ტერიტორიაზე ნეანდერტალელებთან ერთად ცხოვრობდნენ, რაც აქამდე დადასტურებული არ იყო. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ევროპაში ჰომო-საპიენდების გამოჩენიდან ძალიან მალე ნეანდერტალელები გადაშენდნენ.
ამ ფაქტს ამყარებს ახლანდელი აღმოჩენაც. მეცნიერების თქმით, ბავშვის 54 000 წლის კბილი, რომელიც საფრანგეთში იპოვეს სამარხში ნეანდერტალელების გვერდით იყო.
”ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპაში თანამედროვე ადამიანების მოსვლამ გამოიწვია ნეანდერტალელების საკმაოდ სწრაფი დაღუპვა, მაგრამ ეს ახალი მტკიცებულება გვამცნობს, რომ როგორც თანამედროვე ადამიანების გამოჩენა ევროპაში, ასევე ნეანდერტალელების გაუჩინარება ბევრად უფრო რთული პროცესი იყო, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა“- აცხადებს კვლევის თანაავტორი კრის სტრინგერი, ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის პროფესორი და ადამიანის ევოლუციის კვლევის სპეციალისტი.
ვინ იყვნენ ნეანდერტალელები?
ცნობისთვის, ნეანდერტალელები (ძველი ადამიანი) — თანამედროვე ადამიანის პარალელურად განვითარებული გონიერი არსებები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში. მათ გამოარჩევდათ შედარებით მოკლე ქვედა და გრძელი ზედა კიდურები, წინ წაწეული თავს ქალა.
ნენადერტალელების განსახლების სავარაუდო არეალი
ჰომო-საპიენსისა და ნენადერტალელის თავის ქალები
მეცნიერების ვარაუდით ისინი დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ. ახალმა აღმოჩენამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. მეცნიერები აცხადებენ, რომ არტეფაქტების კვლევას გააგრძელებენ და შეეცდებიან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ.