ვინ არის და როგორ ცხოვრობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოლექსი რეზნიკოვი, იურისტი 20 წლიანი გამოცდილებით, 2020 წლის მარტიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. დავით არახამია, ალექსეი არესტოვიჩი, ოლექსი რეზნიკოვი, დენის შმიგალი - ისინი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის წევრები არიან... ისინი გარდა იმისა, რომ მუდმივად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში.
ოლექსი იურიევიჩ რეზნიკოვი 1966 წლის 18 ივნისს ქალაქ ლვოვში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახური მოიხადა და 1991 წელს კიევის სამართლის ხარისხი მიიღო.
ოლექსი სპორტსმენების ოჯახში დაიბადა. დედას რიტმულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა, მამას კი აკრობატიკაში. გარდა ამისა, იური ალექსეევიჩი მუშაობდა ლვოვის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის პრორექტორად, ხოლო დედა ნევროპათოლოგი გახლდათ.
რეზნიკოვის ბიოგრაფიაში საინტერესო სამსახურები იძებნება. პირველად კინესკოპის წარმოებაში დასაქმდა, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ოპერატორად მუშაობდა. სტუდენტობის წლებში რეგიონალურ საავადმყოფოშიც კი მოუწია მუშაობამ.
ივან ფრანკოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარტნიორებთან ერთად საბროკერო კომპანია დააფუძნა, სადაც წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და კომპანიას ხელმძღვანელობდა.
ადვოკატის დიპლომის აღების შემდეგ სამი წელი უკრაინის კანონმდებლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. შემდეგ იყო რამდენიმე იურიდიული ფირმის დამფუძნებელი, რომელიც საბოლოოდ ერთ გიგანტად Magisters-ად ჩამოყალიბდა. განაგრძეთ კითხვა