"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რას "მალავს" იამანთაუს მთა და რა არის ცნობილი პუტინის გარემოცვის ბუნკერის შესახებ? | Allnews.Ge

"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რას "მალავს" იამანთაუს მთა და რა არის ცნობილი პუტინის გარემოცვის ბუნკერის შესახებ?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, ბოლო კვი­რე­ბია მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ეს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ბუნ­კერ­შია და პრო­ცე­სებს ასე აკ­ვირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა The Times-ის ცნო­ბით კი, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო, რე­ა­ლუ­რად, ურა­ლის მთებ­ში არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

putini-47468-1648643381.jpg

სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე ბუნ­კე­რის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ურა­ლის მთებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბაზა, "სა­ი­დუმ­ლო მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი."

ურა­ლის სა­ი­დუმ­ლო ბაზა და პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის მთავ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო ბაზა ურა­ლის მთებ­ში, სამ­ხრე­თით, აბ­ზა­კო­ვოს სა­თხი­ლა­მუ­რო ცენ­ტრის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. ამ ად­გილს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ხში­რად სტუმ­რობს.

ბუნ­კე­რის მშე­ნებ­ლო­ბა ცივი ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მაც კი არ იცი­ან ზუს­ტად, რა სა­ხის ობი­ექ­ტე­ბი აშენ­და აქ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

პუ­ტი­ნი აბ­ზა­კო­ვოს სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან გახ­და. არა­ვინ იცის ზუს­ტი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არის ეს პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი მაგ­ნი­ტო­გორსკი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

bunkeri2-47148-1648643405.jpg

bunkeri3-47393-1648643483.jpg

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინს უბ­რა­ლოდ იქ სრი­ა­ლი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბობს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენ­ტი იქ ჩა­დი­ო­და სა­ი­დუმ­ლო მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის პი­რა­დად გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და მის დას­რუ­ლე­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებ­და. ქა­ლა­ქი კი მდე­ბა­რე­ობს სამ­ხრეთ ურა­ლის მა­სი­ვის უმაღ­ლეს მთა ია­მან­თა­უს ქვეშ (ია­მან­თაუ "ბო­როტ მთას" ნიშ­ნავს). განაგრძეთ კითხვა