ალენ დელონი და ევთანაზია - როგორ გრძნობს თავს ლეგენდარული მსახიობი, რომელიც საქართველოში გამოიტირეს?
ქართულმა საზოგადოებამ ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული ალენ დელონი გამოიტირა. ყველაფერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციით დაიწყო, სადაც ეწერა, რომ 86 წლის მსახიობი დღეს, 18 მაისს ევთანაზიის პროცედურას მიმართავდა და თავისივე ნებით დაასრულებდა სიცოცხლეს.
ეს საკითხი იქცა თემად, რომელმაც ყველა ინფორმაცია "გადაფარა."
უცნობია, თუ როგორ შეიტყვეს სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებლებმა ალენ დელონის ევთანაზიის "ზუსტი თარიღი", თუმცა ფაქტია, რომ არაერთმა ადამიანმა ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა და დამწუხრდა ყველა დროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავის ასეთი დასასრულის გამო.
ალენ დელონის უამრავ გულშემატკივარს გაგახარებთ და გეტყვით, რომ მსახიობი ცოცხალია და არ არსებობს არანაირი ოფიციალური და სანდო ინფორმაცია, რომ ის 18 მაისს, ან უახლოეს მომავალში ევთანაზიის პროცედურას გეგმავს. უფრო მეტიც, ის საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებასაც აქტიურად ადევნებს თვალს. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ალენ დელონზე ფრანგულ მედიაშია გამოქვეყნებული, გუშინდელი რიცხვით, ანუ 17 მაისითაა დათარიღებული.
ინფორმაციაში კი ვკითხულობთ, რომ მან საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ელისაბედ ბორნს ამ თანამდებობაზე დანიშვნა წერილობით მიულოცა. ელისაბედმა ალენ დელონის წერილი თვითონვე გააცნო საზოგადოებას.
"ჩემო ლიზბეტ, შენ მაკრონის პრემიერ-მინისტრი კი არა, მთელი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხარ.
ალენი", - ნათქვამია წერილში.
როგორც ცნობილია, ალენს ელისაბედთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, მის პოლიტიკურ ხედვებსა და იდეებს იზიარებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგი მსახიობი თავს კარგად გრძნობს. გარდა ამისა, ალენ დელონის შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ალენის შვილი ენტონი დელონი კანის კინოფესტივალის გახსნას გამოეხმაურა და "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე მამის ძველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ კანის კინოფესტივალზეა გადაღებული. საქართველოში ეს ფაქტი ბევრმა ისე აღიქვა, რომ თითქოს, დელონი გუშინ კანში იმყოფებოდა, თუმცა არა - რეალურად, ფოტო 2019 წელსაა გადაღებული, მას შემდეგ დელონი კანის კინოფესტივალზე აღარ გამოჩენილა.
ფოტო, რომელსაც ენტონი დელონი აქვეყნებს, კანის კინოფესტივალზე 2019 წელსაა გადაღებული
ბოლოს საზოგადოებამ ალენი მისივე შვილის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში ნახა. მამა-შვილი ბუნებაში არიან და ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ. ვიდეო სამი კვირის წინაა გამოქვეყნებული.
ალენ დელონი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ევთანაზია რამდენიმე თვის წინ, მსახიობის შვილმა ენტონი დელონმა ფრანგულ RTL-თან თქვა, რომ ალნს არ სურს იყოს უძლური მოხუცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება სტანჯავს, ამიტომაც უნდა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს. განაგრძეთ კითხვა
Ambebi.ge