
მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასლისგან მიიღო, ხოლო დედაქალაქად მისი მემკვიდრის - დაჩის დროს იქცა. თბილისს თავიდანვე ჰყავდა მმართველები, რომლებიც ქართველი მეფის მოხელეები იყვნენ. ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვეუბნება, რომ VI საუკუნის 30-იან წლებში ქალაქს უკვე ირანელი მარზპანი მართავდა, ხოლო VIII-IX საუკუნეებში - არაბი ამირა.
მისი თქმით, არაბთა მმართველობის დროს ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება თვითმმართველობა, რომლის სათავეში თბილისელი ბერები - ქალაქის უხუცესები იდგნენ. როცა 1082 წელს, თბილისელებმა საბოლოოდ თავი დააღწიეს არაბი ამირების ბატონობას, 40 წლის განმავლობაში თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო.
მას თორმეტთა საბჭო და მის წინაშე პასუხისმგებელი ადგილობრივი მოხელენი განაგებდნენ. თბილისის საბჭოს წევრები ქალაქს მორიგეობით თვითონ მეთაურობდნენ. ასეთ დროებით გამგებელს „ქალაქის თავადი“ ეწოდებოდა.
თბილისის გამგებელს, როცა თბილისი საქართველოს მეფეთა ხელში იყო, „ამირა“ ან „ამირათამირა“ ეწოდებოდა (ტერმინი არაბულია, რაც არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგი იყო). ამირა მეფეთა მიერ დიდგვაროვანთა წრიდან ინიშნებოდა - ის ქალაქის უზენაესი გამგებელი გახლდათ. ამირათამირას „ხელი“ საქალაქო ცხოვრების მთელ სფეროს ეხებოდა. ამირები სხვა ქალაქებსაც ჰყავდა.
ამირთამირა მხოლოდ დედაქალაქის, თბილისის გამგებელი იყო. XII-XV საუკუნეების თბილისში მეფის მიერ დანიშნული სხვა მოხელეებიც იყვნენ. ერთ-ერთი ქალაქის ციხისთავი გახლდათ. მას ქალაქისა და მისი ციხის დაცვა-პატრონობა ევალებოდა და ემორჩილებოდნენ „მეციხოვეები“. წყაროებში კიდევ მოხსენიებულები არიან „შურტა“ (ევალებოდა წესრიგის დაცვა), „მეკოშკე“ (იგივე მესასწორე), „მებაჟე“.
XVII საუკუნის დასაწყისიდან „ამირთ-ამირას“ წოდება „მოურავის“ წოდებად შეიცვალა. თავდაპირველად დასახელება „ამირთ-ამირა“ და „მოურავი“ ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა. მოურავს მეფე ნიშნავდა. „ქალაქის სამოქალაქოსი ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს“-ო, - მითითებულია თბილისის მოურავის უფლება-მვალეობის განმსაზრვრელ დოკუმენტში.
მას განსაკუთრებით ქალაქის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უნდა ედევნებინა თვალი. მის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა ქურდების, ცუდი ზნის ხალხის და სხვათა ძებნა-დაპატიმრება, საზომ-საწყაოთა სისწორისთვის თვალყურის დევნება. მოურავს ქალაქის შემოსავლის ცალკეული სახეებიდან გასამრჯელო ჰქონდა დანიშნული.
თბილისის მოურავის ყოველწლიური შემოსავალი XVIII საუკუნეში 263 თუმანი ყოფილა. როგორც მეცნიერი გვეუბნება, თბილისში მოურავი სხვაც იყო, უფრო ზუსტად, კათალიკოსის მოურავი, რომელსაც კათალიკოსი ნიშნავდა. აქ მცხოვრები საეკლესიო ყმა-მოქალაქეების ზედამხვედველობა ევალებოდა. სავარაუდოდ, ვახტანგ VI-ის წინ გაჩენილი ეს „მრავალმოურავიანობა“ ერეკლე II-ემ 1784 წელს გააუქმა. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები
(0)