იცოდით, საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა "სიმონ" და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან? | Allnews.Ge

იცოდით, საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა "სიმონ" და რა კავშირშია ის მოწამე სიმონ მჭედლიძესთან?

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებნ სიტყვა "სიმონ"-ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესიების ნგრევა საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა, თუმცა მალევე ჩეკისტებმა შეიპყრეს და აწამეს.

წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ, "გტკივა სიმონ?", "არა სიმონ", "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?". სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე.