7 ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი დღემდე არსებობს | Allnews.Ge

7 ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი დღემდე არსებობს

კანიბალიზმი დღეს თითქმის აღარსად გვხვდება, თუმცა არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი ერთგვარ რიტუალადაა შემორჩენილი.

1. სამხრეთ-აღმოსავლეთ პაპუა-ახალი გვინეა

1-utkiglgqdtqbmpnzwilccq-1654843590.jpeg

კოროვაის ტომი ერთ-ერთი უკანასკნელია დედამიწაზე, რომელიც რეგულარულად იკვებება ადამიანის ხორცით. ისინი ცხოვრობენ მდინარე Ndeiram Kabur-ის გასწვრივ და იყო შემთხვევები, როდესაც ისინი კლავდნენ შემთხვევით ტურისტებს. როდესაც ტომში ვინმე უმიზეზოდ (ავადმყოფობის ან სიბერის) კვდება, ისინი ამას შავი მაგიის ხრიკებად თვლიან და სხვისი ზიანისგან თავის გადასარჩენად ჭამენ ადამიანს.

1961 წელს მაიკლ როკფელერი (ნიუ-იორკის მაშინდელი გუბერნატორის ნელსონ როკფელერის ვაჟი) გაუჩინარდა ტომის შესახებ არტეფაქტების შეგროვებისას. მისი ცხედარი დღემდე არ უპოვიათ.

2. ინდოეთი

263c14e900000578-0-image-a-38-1425290140714-1654843688.jpg

ჩრდილო ინდოეთის ინდუისტური სექტა Aghori ჭამს მოხალისეებს, რომლებიც მათ ორგანოებს უანდერძებენ. თუმცა, 2005 წელს, ინდოელმა ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს და შეიტყვეს, რომ ისინი ასევე ჭამენ გახრწნილ გვამებს მდინარე განგიდან. (ადგილობრივი ტრადიცია), ასევე იპარავენ ორგანოებს კრემატორიუმებიდან.

Aghori-ს სექტა თვლის, რომ ადამიანის ხორცი დაბერებას ანელებს, ასევე ისინი ძვლებისგან და თავის ქალებისგან სამკაულებს ამზადებენ.

3. ფიჯი

beqa-fire-walker2-1654843824.jpg

ადრე ცნობილი იყო როგორც “კანიბალების კუნძული", იქ დღემდე ვერ შეძლეს წესრიგის დამყარება და არიან ისეთი ტომებიც, რომლებიც დღემდე ჭამენ მტრის ტომებიდან ხალხს. მათთვის ეს ერთგვარი შურისძიების რიტუალია. ფიჯის კანიბალები სულაც არ არიან ველურები, ისინი დანა-ჩანგლით ჭამენ და ძვირფასი კოლექციები კი აქვთ.

4. ბრაზილია

d6fef833395470f357a04823bb3b4876a2d60166-1654843992.jpeg

Wari-ის ტომი 1960 წლამდე ჭამდა გარდაცვლილ რელიგიურ ადამიანებს. 1994 წლიდან ოლინდას ღარიბ უბნებში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, კანიბალიზმი ჯერ კიდევ ხდება.

5. დასავლეთ აფრიკა

asmat-1654844379.-Bob-McCollum-e1519252263911-640x360.jpg

“ლეოპარდის კაციჭამიები"- 1980-იან წლებამდე ადამიანის ნაშთები იპოვეს სიერა ლეონეს, ლიბერიასა და კოტ დ'ივუარის მიდამოებში. ტომი ჩვეულებრივ ლეოპარდის ტყავშია გამოწყობილი და კბილებამდეა შეიარაღებული. ტომი თვლის, რომ ადამიანების ჭამა მათ ძალას და ენერგიას აძლევს.

6. კამბოჯა

7e8d9dcedc3e5ddd9cc8ec20b970c7a1-1654844466.jpg

ჟურნალისტი ნილ დევისის თქმით, კანიბალიზმმა ამ რეგიონებში გავრცელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ომების დროს (1960-იან და 1970-იან წლებში). დღესდღეობით დროდადრო შეიმჩნევა კანიბალიზმის გამოვლინებები. კამბოჯელ მებრძოლებს რიტუალი ჰქონდათ, კერძოდ მტრის ღვიძლის ჭამა.

7. კონგო

d6025c80-d3ac-11e6-86a3-82dfe61732b8-image-hires-1654844535.jpg

კონგოში კანიბალიზმის შემთხვევები არსებობს, უკანასკნელი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა- 2012 წელს. პიკი კი კონგოს სამოქალაქო ომის დროს (1999-2003) იყო. ომის დროს მეამბოხე ჯგუფებს სჯეროდათ, რომ მტრები უნდა ეჭამათ, განსაკუთრებით გული, რომელსაც ისინი სპეციალური სანელებლებით ამზადებდნენ. კონგოელებს დღემდე სჯერათ, რომ ადამიანის გული დიდ ძალას ინახავს და ადამიანების ჭამა მტრებს აფრთხობს.

წყარო