მსოფლიო
25.10.2020 / 10:10
შრიფტის ზომა:

ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს მიაღწია

ინდოეთში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს მიაღწია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში და განსაკუთრებით დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურებამ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიშნულს მიაღწია.

ექსპერტების განცხადებით, ჰაერის მომწამვლელობის დონე 500-დან 310 ნიშნულამდე ავიდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დაბინძურების გამო ნიუ-დელის მოსახლეობის ნაწილი სახლიდნა გამოსვლას თავს არიდებს და ქუჩაში პირბადეებით გადაადგილდება. ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის განვითარების გამო ინდოეთში ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პანდემიის გამო მარტიდან სექტემბრამდე ჰაერის დაბინძურება შემცირდა, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრების განახლებასთან ერთად ჰაერის დაბინძურება კვლავ მკვეთრად გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცხოვრება კარისა და საკეტის გარეშე- სოფელი, სადაც არავინ არაფერს იპარავს | Allnews.Ge

ცხოვრება კარისა და საკეტის გარეშე- სოფელი, სადაც არავინ არაფერს იპარავს

ინდოეთის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი შანი შინგნაპური, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. ის ერთი შეხედვით ქვეყნის სხვა სოფლებისგან არაფრით განსხვავდება. სოფელში არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები თუ ნაგებობები.

19568-1656571230.ittakesa1.jpg

შანი შინგნაპურის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარებოს, რომ სოფელში არსებულ შენობებს კარები და ბოქლომები არ აქვთ.

img-3973-edited-1656571248.jpg

„ყველა, ვინც გაბედავს რამის მოპარვას, დაისჯება – მას შვიდწლიანი უიღბლობა ეწვევა. გარდა ამისა, მონაპოვართან ერთად, ბოროტმოქმედი მიმალვას ვერსად შეძლებს. მთელი ღამე მას ეგონება, რომ ბევრი იარა, მაგრამ გამთენიისას აღმოაჩენს, რომ ადგილიდან არ დაძრულა.“ – ასეთია აღთქმა ღვთაება შანისა, რომელსაც მთელი სოფლის მოსახლეობა ეთაყვანება.

ასობით წელია, ადგილობრივები არ უშინდებიან ყაჩაღობას. ისინი ღამით კარის ადგილას რაიმეს აყუდებენ, რათა გარეული ცხოველები სახლში არ შევიდნენ. ქუჩებში გაჩერებულ ავტომობილებს არ კეტავენ, მაღაზიის მეპატრონეები ფულს ხის ყუთებში ინახავენ და არავინ ცდილობს ძვირფასეულობის გადამალვას.

door-1656571773.png

ლეგენდის თანახმად, ძალიან დიდი ხნის წინ მდინარის პირას, რომელიც სოფელ შანი შინგნაპურთან ახლოს მიედინება, დიდი ქვა იპოვეს.

როდესაც მას ვიღაც შეეხო, ქვიდან სისხლმა დაიწყო დენა. იმავე ღამეს იმ ადამიანს დაესიზმრა ღვთაება შანი, რომელმაც უთხრა, რომ ეს ქვა მას გამოსახავდა და დაარიგა, ქვა, იქაურობის დაცვის მიზნით, სოფელში დაეტოვებინათ. სოფლის მოსახლეობა ასეც მოიქცა. მას მერე მათ კარი არ დასჭირვებიათ.

shani-shingnapur-main-g-1656571686.jpg

ღვთაება შანის ქვა

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთ-ერთმა მოსახლემ გადაწყვიტა, საკეტი დაეყენებინა საკუთარ სარდაფის კარზე და მომდევნო დღეს ტრაგიკულად დაიღუპა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფელი შანი შინგნაპური გარიყული ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ბოლივუდიდან გადამღები ჯგუფი არ ჩავიდა. ამბავი სოფლის შესახებ, რომელსაც კარი არ გააჩნია, ძალიან მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, შანი შინგაპურის სტუმრებმა სოფელში დანაშაულის დონე გაზარდეს. 2010 წელს შანი შინგნაპურში, ოფიციალურად, პირველი ძარცვა დაფიქსირდა. ვიღაცამ 35 რუპია მოიპარა. ერთი წლის შემდეგ მღვდელმთავარი გაძარცვეს, შემდეგ კი ტაძარიც, მაგრამ კარის ადგილი შენობებში მაინც ცარიელი რჩება. მძარცველებსაც არ ეძებენ.

shani-1656571798.jpg

სოფელში პოლიციის განყოფილება, მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, თუმცა სოფლის მცხოვრებთაგან მათ ჯერ არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტებს სოფლის მაცხოვრებელთა საუკუნოვან წეს-ჩვეულებაზე გავლენა არ მოუხდენია.