
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აქტუალობას არ კარგავს ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება, რომელიც ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია და არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
დასავლური მედია-პლატფორმები ხშირად აქვეყნებენ კვლევებს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათივე ცნობით, პუტინი სიმსივნეს ებრძოდა და კამერებს სწორედ ამ მიზეზის გამო ემალებოდა.
პუტინის ოფიციალური შვილები
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოფიციალურად ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ლუდმილა შკრებნევასთან ქორწინებისას შეეძინა.
უფროსი ქალიშვილი მარია 1985 წლის 28 აპრილს ლენინგრადში დაიბადა, ხოლო უმცროსი კატერინა 1986 წლის 31 აგვისტოს დრეზდენში. პუტინს კარიერის განმავლობაში არასოდეს უსაუბრია შვილებზე.
პუტინი კიდევ ერთ შვილს ელოდება?
ცოტა ხნის წინ ახალი ისტორია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 69 წლის დიქტატორი ყოფილი ტანმოვარჯიშისგან, ალინა კაბაევასგან კიდევ ერთ შვილს ელოდება. გავრცელებული ცნობით, კაბაევა და პუტინი ქალიშვილს ელოდებიან.
როგორც სხვა მრავალი დაუდასტურებელი ინფორმაცია, ამ ამბის დამოწმებაც შეუძლებელია, ვინაიდან რუსული პროპაგანდისტული მანქანა მსგავს ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს.
ურთიერთობა ალინა კაბაევასთან
ალინა კაბაევასა და პუტინის სავარაუდო კავშირზე 2015 წლიდან საუბრობენ. კრემლის 69 წლის ლიდერს უკვე ჰყავს 2 საიდუმლო ვაჟი ტანმოვარჯიშესთან. 2019 წელს რამდენიმე დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლებელია იყოს რიტმული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას შვილების მამა.
კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის 23 მაისს, კაბაევას მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, პუტინმა მეან-გინეკოლოგი ქალი სამშობლოს სამსახურისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მედიის ცნობით, სწორედ ამ ადამიანმა ამშობიარა კაბაევა. გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგმა და მისმა ქალიშვილმა მოსკოვის ცენტრში მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება იყიდეს, რომლის შეძენაც ყოფილი ტანმოვარჯიშის ორსულობასა და მშობიარობას დაემთხვა.
მანამდე ცოტა ხნით ადრე ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის ბიზნესმენები ფლობენ. ჰოლდინგში მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში კაბაევამ 785 მილიონ 400 ათასი რუბლი გამოიმუშავა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა შვილებთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა. პუტინს და კაბაევას, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამი ან ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მათ შორის 2019 წელს დაბადებული ტყუპი. შვეიცარიაში კაბაევას გაგზავნით პუტინი ქალის სანქციებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა 20 მარტს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით, ქალბატონი კაბაევა შვეიცარიის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაბაევა ომის დაწყების დროს შვეიცარიაში არ იყო, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 7 მარტს გავრცელდა. უცნობია ამ ეტაპზე კაბაევა რუსეთში დაბრუნდა თუ რომელიმე მეგობარ ქვეყანას შეაფარა თავი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აქტუალობას არ კარგავს ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება, რომელიც ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია და არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
დასავლური მედია-პლატფორმები ხშირად აქვეყნებენ კვლევებს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათივე ცნობით, პუტინი სიმსივნეს ებრძოდა და კამერებს სწორედ ამ მიზეზის გამო ემალებოდა.
პუტინის ოფიციალური შვილები
ოფიციალურად ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ლუდმილა შკრებნევასთან ქორწინებისას შეეძინა.
უფროსი ქალიშვილი მარია 1985 წლის 28 აპრილს ლენინგრადში დაიბადა, ხოლო უმცროსი კატერინა 1986 წლის 31 აგვისტოს დრეზდენში. პუტინს კარიერის განმავლობაში არასოდეს უსაუბრია შვილებზე.
პუტინი კიდევ ერთ შვილს ელოდება?
ცოტა ხნის წინ ახალი ისტორია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 69 წლის დიქტატორი ყოფილი ტანმოვარჯიშისგან, ალინა კაბაევასგან კიდევ ერთ შვილს ელოდება. გავრცელებული ცნობით, კაბაევა და პუტინი ქალიშვილს ელოდებიან.
როგორც სხვა მრავალი დაუდასტურებელი ინფორმაცია, ამ ამბის დამოწმებაც შეუძლებელია, ვინაიდან რუსული პროპაგანდისტული მანქანა მსგავს ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს.
ურთიერთობა ალინა კაბაევასთან
ალინა კაბაევასა და პუტინის სავარაუდო კავშირზე 2015 წლიდან საუბრობენ. კრემლის 69 წლის ლიდერს უკვე ჰყავს 2 საიდუმლო ვაჟი ტანმოვარჯიშესთან. 2019 წელს რამდენიმე დასავლურმა მედიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელშიც წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლებელია იყოს რიტმული ტანვარჯიშის ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას შვილების მამა.
კრემლში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2019 წლის 23 მაისს, კაბაევას მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, პუტინმა მეან-გინეკოლოგი ქალი სამშობლოს სამსახურისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მედიის ცნობით, სწორედ ამ ადამიანმა ამშობიარა კაბაევა. გარდა ამისა, მეან-გინეკოლოგმა და მისმა ქალიშვილმა მოსკოვის ცენტრში მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება იყიდეს, რომლის შეძენაც ყოფილი ტანმოვარჯიშის ორსულობასა და მშობიარობას დაემთხვა.
მანამდე ცოტა ხნით ადრე ალინა კაბაევა ნაციონალური მედია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რომელსაც პუტინის ახლო გარემოცვის ბიზნესმენები ფლობენ. ჰოლდინგში მუშაობისას ერთი წლის განმავლობაში კაბაევამ 785 მილიონ 400 ათასი რუბლი გამოიმუშავა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალინა კაბაევა შვილებთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა. პუტინს და კაბაევას, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამი ან ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მათ შორის 2019 წელს დაბადებული ტყუპი. შვეიცარიაში კაბაევას გაგზავნით პუტინი ქალის სანქციებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა 20 მარტს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით, ქალბატონი კაბაევა შვეიცარიის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კაბაევა ომის დაწყების დროს შვეიცარიაში არ იყო, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 7 მარტს გავრცელდა. უცნობია ამ ეტაპზე კაბაევა რუსეთში დაბრუნდა თუ რომელიმე მეგობარ ქვეყანას შეაფარა თავი.
მკითხველის კომენტარები
(0)