როგორ გამოვზარდოთ პალმა მაღაზიაში ნაყოდი ფინიკისგან? | Allnews.Ge

როგორ გამოვზარდოთ პალმა მაღაზიაში ნაყოდი ფინიკისგან?

მარკეტში ნაყიდი ფინიკისგან შეიძლება პალმა გაზარდოთ. ტროპიკულ და ძალიან გემრიელ ფინიკს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. სუპერმარკეტებში მისი შეძენა ყველას შეუძლია. შეძენის შემდეგ ბევრი დაინტერესებულა, შეიძლება თუ არა ფინიკის კურკისგან ნამდვილი ფინიკის პალმის გამოზრდა.რატომაც არა. მიირთვით გემრიელი ფინიკი და კურკა კი დაგრჩათ. რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის ეგზოტიკური მცენარის გასაზრდელად? თანაც მცენარე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თქვენს ინტერიერს კი გაალამაზებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სახლში გამოზრდილი პალმა ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. ის ნელა იზრდება, მაგრამ 5 წლის შემდეგ შეიძლება ოთახშიც ვეღარ დაატიოთ.

აი, დეტალური ინსტრუქცია:

კურკა იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თერმული დამუშავება არ გაუვლია. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ცოცხალი ან ჩირის კურკა.

1. კურკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ აპკისგან, მიწაში მოხვედრისას ლპობა რომ არ დაიწყოს. გარეცხილი კურკა წყალში 24 საათი უნდა გააჩეროთ;

2. ფინიკის კურკა საკმაოდ უხეშია. ზოგიერთი მას კაწრავს, რათა შიგნით სწრაფად შეაღწიოს წყალმა. თუ გსურთ კურკამ სწრაფად გამოიღოს ნაყოფი, ცხელი წყალი დაასხით;

maxresdefault-1661414469.jpg

3. კურკა ბამბადაფენილ კონტეინერზე მოათავსეთ (ბამბა ზემოდანაც დააფარეთ) და სითბოში, თუნდაც რადიატორზე დადგით. ბამბა მუდამ სველი უნდა იყოს;

4. როცა კურკა გაიბერება, ის მიწაში უნდა გადაირგოს. მისი ნიადაგიც მუდამ ტენიანი უნდა იყოს;

5. თავდაპირველად კურკა პატარა მოცულობის ქოთანში (10სმ დიამეტრის) ჩარგეთ და ტენიანი ნიადაგი შეუნარჩუნეთ;

6. დრენაჟისთვის, ძირზე არ დაგავიწყდეთ კენჭების ჩაყრა. მიწა უმჯობესია სკვერიდან ან ტყიდან მოიტანოთ. ქოთანში მიწა ასე უნდა ჩაიყაროს: 2 წილი მიწა, 1 წილი ტორფი, 1 წილი სილა, 1 წილი გამომწვარი ნაკელი;

7. პატარა პალმა ყოველწლიურად ახალ ქოთანში უნდა გადაირგოს;

1526548293-thumb-1661414373.jpg

8. ოთახში, სადაც პალმის ქოთანი გიდგათ, 16-20 გრადუსი უნდა იყოს. არ დადგათ გათბობასთან - ასე მოკლავთ მცენარეს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსაც, სინათლე კი არ მოაკლოთ, ფოთლები გაუგრძელდება და დაემტვრევა;

9. ზაფხულში მცენარე ინტენსიურად მორწყეთ (არ უნდა გამოშრეს ნიადაგში) და ხშირად დაუნამეთ ფოთლები;

10. მარტი-სექტემბრის პერიოდში მინერალური და ორგანული სასუქის დამატება სჭირდება.

mkurnali.ge