"ინდიელებს სკალპის აჭრა ევროპელებმა ასწავლეს" - ფართოდ გავრცელებული მოსაზრება ინდიელებზე, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა
ინდიელები ველურები იყვნენ და სკალპს აჭრიან ადამიანებს! – ეს ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა და ადამიანების უმეტესობას ჰქონია რომ ის სწორედ ინდიელებმა შემოიღეს. ბევრი ფიქრობს, რომ სკალპირება უძველესი ტრადიციის და ისტორიის ნაწილია.
მაგრამ, ჯერ კიდევ 125 წლის წინ, ომაჰას ტომის წარმომადგენელმა სიუზან ლა ფლეშმა, რომელიც მხატვარი და ავტორიტეტული ლიტერატორი იყო, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინდიელებს სკალპის აჭრა ევროპელებმა ასწავლეს, და არა პირიქით.
საზოგადოებაში ეს ჭორები ადრეც იყო გავრცელებული. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მეცნიერები ამ თემით, უკვე სერიოზულად დაინტერესდნენ.
კოლონიებისთვის ბრძოლის დროს, ფრანგები და ინგლისელები იბრძოდნენ რა, ერთმანეთის წინააღმდეგ, თავიანთ მხარეს ადგილობრივი ტომების გადაბირებასაც ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, უანგაროდ არა. ყოველი მოკლული მოწინააღმდეგისთვის, ევროპელებო გარკვეულ თანხას იხდიდნენ.
ხოლო, მტკიცებულებად, მოკლულის სკალპის წარდგენას ითხოვდნენ. რაც იმ დროს, ნამდვილად რომ, ლოგიკური იყო. ეს კი, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ კოლუმბამდელ ამერიკაში, სკალპირება, პრაქტიკულად არ არსებობდა, ან ძალიან გავრცელებული არ იყო.
კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე
რა თქმა უნდა, იმის თქმა არ შეიძლება, რომ ამერიკის ყოველი აბორიგენი კეთილშობილი იყო და მათ საზოგადოებაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია...
ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიები, რომლებსაც ფრანგები, ინგლისელები და ესპანელები აკონტროლებდნენ
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ისტორიკოსებმა ჯეიმს ექსტელმა (James Axtell) და უილიამ სტერტევანტმა (William C. Sturtevant) 1980 დაამტკიცეს, რომ ეს პრაქტიკა, ინდიელებში გავრცელებული იყო, როგორც ძველი სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ისე პირველი კონტაქტების დროს. ამას, მათ ენებში, სპეციალური ტერმინების არსებობა და ასევე, აღმოჩენილია რეალური ფიზიკური მტკიცებულებები – თავის ქალები, შესაბამისი ჭრილობის კვალით, ამტკიცებს.
კოლონიალისტთა მავნე გავლენა
ცალკეულ ტერიტორიებზე და გარკვეულ ტომებში, სკალპირება ნორმა იყო. მაგრამ, ექსტელმა და სტერტევანტმა აღნიშნეს, რომ საკუთარი ანგარების გამო, სწორედ კოლონიზატორებმა გააფართოვეს ამ მავნე პრაქტიკის საზღვრები.
"უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ბრიტანელებმა გაავრცელეს ინდიელებში, მოკლული მტრის სკალპის აჭრის ჩვეულება, სკალპებზე მონადირეები არ ინდობდნენ არც დიდს და არც პატარას, ისინი მტრის ბანაკს ან დასახლებას, მუსრს ერთიანად ავლებდნენ. ინდიელების ერთი ნაწილი ფრანგებს ემსახურებოდა, მეორე ინგლისელებს და მათ ამ დაპირისპირებაში, უდიდესი დანაკარგი განიცადეს... შედეგად, ევროპელების სასარგებლოდ, დამოუკიდებლობაც კი დათმეს" (იაროსლავ ვოიჩაკი, "კვებეკი", 1759 წ.).
ყველაზე დიდი ყალბი ფაქტი, რომლის დამსხვრევაც არის საჭირო, სკალპირების დაწყების დრო კი არა, უფრო ის არის, რომ თითქოს, მსგავს პრაქტიკას მხოლოდ ინდიელები მიმართავდნენ. – ეს სიმართლე არ არის! სკალპირებას როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიმართავდა. ამის მტკიცებულება კანადის გუბერნატორის ჩარლზ ლოურენსის (Charles Lawrence), 1756 წლის, განკარგულებაა, რომლის მიხედვით, მისი უდიდებულესობის საბჭო, 30 გირვანქა სტერლინგს იხდიდა ცოცხალი ინდიელი ტყვეს მიყვანაში და 25–ს – ინდიელის ყოველ სკალპში. "ჯილდოს, მისი უდიდებულესობის ყველა ფორტის უფროსი გადაიხდის, ტყვეების ან სკალპების შეგროვების თანვე" – ეწერა ბრძანებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განკარგულებას, იურიდიული ძალა, ჯერ კიდევ აქვს, რადგან ის არავის გაუუქმებია.