რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში წერია: "დედოფალმა მშვიდად განისვენა ნაშუადღევს ბალმორალში. მეფე და დედოფალი კონსორტი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან".
ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.
რა მოხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ... ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, გარდიანმა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გამოაქვეყნა...
1. ოპერაცია "ლონდონის ხიდი" ამოქმედდება. Guardian-ის ცნობით, ამ გეგმას სწორედ „ლონდონის ხიდი“ ჰქვია.
2. იტყვიან კოდურ სიტყვას, "ლონდონის ხიდი ჩამოშლილია...“ Guardian-ის გამოძიების თანახმად, დედოფლის ექიმისგან გარდაცვალებაზე ამბის მიღების შემდეგ, მონარქის პირადი მდივანი - ამჟამად ედვარდ იანგი - დაურეკავს პრემიერ მინისტრს, ამჟამად ლიზ ტრასს და ეტყვის: "ლონდონის ხიდი ჩამოშლილია". შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაურეკავს 15 მთავრობის წარმომადგენელს, რომელთა სახელმწიფოს მეთაური დედოფალია და თანამეგობრობის 36 სახელწიფოს, დამოუკიდებელი ყოფილი კოლონიების ასოციაციას, სადაც ის რჩება სიმბოლურ ფიგურად, რათა მათ აცნობონ სამწუხარო ამბავი...
3. ხალხი გაიგებს როგორც თანამედროვე, ისე ძველი გზებით. მედია იქნება სრულად ინფორმირებული. ამავდროულად, სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებგვერდი გამოჩნდება განცხადებას თავის მთავარ გვერდზე.
4. პრესას აქვს საკუთარი გეგმები. უმეტეს მსხვილ გამოცემებს წინასწარ აქვთ ნეკროლოგები გამოზადებული, რომელთაც გამოაქვეყნებენ.
5. ქვეყანაში დროშები დაეშვება და ქალაქის გარშემო ეკლესიებში ზარები დაირეკება. ხალხი დაიწყებს შეკრებას ბუკინგემის სასახლის გარეთ, რადგან ერი დაკრძალვის წინ ათდღიანი გლოვის პერიოდში შედის. განაგრძეთ კითხვა