როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ბირთვული აფეთქება მოხდება? - რჩევები, რომელთა გამოყენებაც იმედია, არასოდეს დაგჭირდებათ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები უკვე არაერთ მინიშნებას აკეთებენ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის მუქარის უგულებელყოფა არ შეიძლება.
რუსეთი უკრაინაში თავის პოზიციებს კარგავს, პარალელურად კი, მედიაში სულ უფრო მეტჯერ გვესმის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე. გაჩნდა კითხვები, როგორ უნდა მოიქცეთ ბირთვული აფეთქების დროს იმისთვის, რომ გადარჩეთ.
ვნახოთ, რა არის ის პირველი, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა გაითვალისწინოთ. რჩევები, რომლებსაც ახლა წაიკითხავთ გამოქვეყნებულია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ready.gov.
ბირთვულმა აფეთქებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი და მსხვერპლი აფეთქების, სიცხისა და რადიაციის შედეგად, მაგრამ შესაძლებელია უსაფრთხოების შენარჩუნება, თუ გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ ასეთ დროს და რა უნდა გააკეთოთ, თუ ეს მოხდება.
აფეთქება ყველაზე საშიშია დეტონაციის შემდეგ პირველ რამდენიმე საათში, რადგანაც სწორედ ამ დროსაა რადიაციის უმაღლესი დონე. აფეთქებიდან დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება რადიაციის გაბნევას და ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ რადიაციული ზემოქმედება ნაწილობრივ მაინც აირიდოთ თავიდან შემდეგი მარტივი ნაბიჯების გადადგმით:
შედით უახლოეს შენობა
შირადიაციის თავიდან ასარიდებლად საუკეთესოა ბეტონის, ან აგურის შენობა. გაიხადეთ და მოიშორეთ დაბინძურებული სამოსი, რომელიც გარეთ ყოფნის დროს გეცვათ, აუცილებლად გაიწმინდეთ და ჩამოიბანეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც გიჩანდათ გარეთ კოფნის დროს და ერთგვარად დაუცველი იყო, ასევე აუცილებლად დაიბანეთ, თუ აფეთქების შემდეგ ნალექის მოსვლის დროს, გარეთ აღმოჩნდით.
ხელის სადეზინფექციო საშუალება არ დაგიცავთ. მოერიდეთ თვალებზე, პირზე ცხვირზე შეხებას თუ შესაძლებელია. არ გამოიყენოთ სადეზინფექციო ხელსაწმენდი, მისი შეხება კანზე ასეთ დროს არ შეიძლება.
გადადით სარდაფში, ან შენობის შუა ნაწილში. მოერიდეთ გარე კედლებთან, ფანჯრებთან ყოფნას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ დისტანცია იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც არ ცხოვრობთ. თუ თავშესაფარში ხართ, ატარეთ ნიღაბი.
დარჩით შინ
დარჩით შენობაში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ. განაგრძეთ სოციალური დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება. დაიცავით იმ ადამიანებთან დისტანცია ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ, მინიმუმ ორი მეტრის მანძილზე. გარეთ არ გაუშვათ ცხოველები.
თვალ-ყური ადევნეთ ინფორმაციას
მიადევნეთ თვალი ბოლო ცნობებს - როდის არის უსაფრთხო გარეთ გასვლა, აკონტროლეთ ადგილები, რომელიც უფრო საშიშია და ნაკლებ საშიში. ამ ყველაფერს ახალი ამბებიდან გაიგებთ და შეიტყობთ, რამდენად უსაფრთხოა გარეთ გასვლა. გაითვალისწინეთ, რომ ბირთვული აფეთქების შემდეგ, რადიო (ბატარეაზე მომუშავე) იმუშავებს. მობილური ტელეფონის, ტელევიზიის მუშაობა, ასევე ინტერნეტ სერვისები შესაძლოა, შეფერხდეს, ან მიუწვდომელი იყოს.
წინასწარ იცოდეთ ის ადგილები, რომელსაც თავშესაფრად გამოიყენებთმოახდინეთ იდენტიფიცირება იმ ადგილების, რომელიც შეიძლება თავშესაფრად გამოგადგეთ. უკეთესია, რომ ეს იყოს მიწისქვეშა თავშესაფარი, ან შენობის შუა ნაწილი. თავშესაფარში მინიმუმ 24 საათი მოგიწევთ ყოფნა, ამიტომაც დაგჭირდებათ შესაბამისი მარაგი მედიკამენტების, სამოსის, საკვების და წყლის.