8 საკვები, რომელიც ბავშვის სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

8 საკვები, რომელიც ბავშვის სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მშობლებს

გიორგი ღოღობერიძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ცნობილი ექიმი საუბრობს იმ აუცილებელი 8 საკვების შესახებ, რომლებიც ბავშვის სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება.

წარმოგიდგენთ ამ 8 საკვებს:

1. კვერცხი

kvercxisdieta-1665465293.jpg

კვერცხში არის ყველაფერი, რაც სჭირდება ბავშვის სხეულს განვითარებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის ცილა, რომელშიც ბევრი ცილაა, ყველა ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ცილა ადამიანის სხეულში, ამიტომ კვერცხის ცილა იდეალური საკვებია ბავშვისთვის. არ დაგავიწყდეთ ყვითრიც, მასში ძალიან ბევრი B ვიტამინია, მათ შორის ვიტამინი B12, რომელიც ნერვულ სისტემას სჭირდება. ასევე ნივთიერება ქოლინი, იგი წარმოქმნის თავის ტვინის ნეირომედიატორს, რომლის საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან.

2. იოგურტი

მასში ძალიან დიდი რაოდენობით არის კალციუმი და ფოსფატები, რომლებიც აუცილებელია კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბებისთვის. იოგურტს ბონუსიც აქვს - მასში დიდი რაოდენობითაა პრობიოტიკები, რომლებიც ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასახლებს, რათა მისი იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.

3. სტაფილო

stafilo-1665388672-1665465319.jpg

სტაფილოში არის A ვიტამინი, რომელიც ეხმარება თვალს - ბადურას - რომ კარგად დაინახოს ყველაფერი. ასევე A ვიტამინი საჭიროა ჯანსაღი კანისთვის.

4. ბანანი

ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ინტელექტუალური შრომის დროს დახარჯული ნახშირწყლების მარაგის შესავსებად. ასევე, ბანანში არის კალიუმი, ვიტამინი B1, B6, B12... ასევე ბანანში ძალიან დიდი რაოდენობით არის სეროტონინი, რომელიც ეხმარება ბავშვს დადებითი განწყობის შექმნა-შენარჩუნებაში. განაგრძეთ კითხვა