ჩანთები Lay's-ის შეფუთვის დიზაინით- რა ეღირება "ბალენსიაგას" ახალი და უცნაური ჩანთები, რომლებიც მალე გაყიდვაში გამოვა?
ბალენსიაგა და მისი კრეტიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. დასვრილი ფეხსაცმელების, კროქსების, ნაგვის პარკის ფორმის ჩანთებისა და "ჩაკეცილი" ფეხსაცმელების შემდეგ დემნა საზოგადოებას მორიგი უცნაური სიახლით ბრუნდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბალენსიაგამ ჩიფსების მაწარმოებელ კომპანია Lay's-თან დაიწყო თანამშრომლობა და ჩიფსის შეფუთვის იდენტური ტყავის ჩანთა გამოუშვა. Lay's-ის შეფუთვის დიზაინით შექმნილი ტყავის ჩანთის ფოტო დემნამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
მედიაში გავრცელებებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიფსის შეფუთვით შექმნილი ჩანთები რამდენიმე ფერის იქნება და ერთი ასეთი ჩანთის ღირებულება სავარაუდოდ 1 800 დოლარი იქნება. მსურველები ჩანთების შეძენას რამდენიმე თვეში შეძლებენ.
ინფორმაციას ადასტურებს თავად Lay's-ც.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა ღირს "ბალენსიაგას" ფეხსაცმელი, რომლითაც დემნა გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა