როგორი იქნებოდა დედამიწა, ადამიანს რომ არ ეარსება? - რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები | Allnews.Ge

როგორი იქნებოდა დედამიწა, ადამიანს რომ არ ეარსება? - რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები

თანამედროვე ადამიანმა დედამიწას კვალი იმდენად ღრმად დაატყო, რომ უკვე შეუძლებელია მისი წაშლა. თანამედროვე ადამიანის ნამოქმედარი ყველა სფეროს და ყველა დარგს მოიცავს. სამყარო სავსეა თანამედროვე ადამიანის მიერ გამოყვანილ მცენარეთა თუ ცხოველთა ჯიშებით, ადამიანისვე ხელით შექმნილი არქიტექტურული შედევრებით და ხელოვნების სწორუპოვარი ნიმუშებით.

madagascar-deforestation-1666689688.jpg

მაგრამ როგორი იქნებოდა ჩვენი პლანეტა, თანამედროვე ადამიანს რომ არასოდეს ეარსება? რანაირი იქნებოდა დედამიწა თანამედროვე ადამიანის გარეშე?

სწორედ ამ საკითხზე მეცნიერების ჯგუფმა იმაჯელა. მათი დასკვნის თანახმად დედამიწა თანამედროვე ადამიანის არსებობის გარეშე გიგანტური ცხოველებით იქნებოდა დასახლებული, რომლებიც დაუჯერებელ სიმაღლეს და წონას მიაღწევდნენ.

თანამედროვე ადამიანის არარსებობა იმასაც გულისხმობს, რომ პლანეტაზე ნეანდერტალელები იარსებებდნენ, რომლებიც დიდი ალბათობით ჯერ კიდევ ინადირებდნენ იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

უზარმაზარი ცხოველები, როგორიცაა მაგ. სპილო, მეგაფაუნად მოიხსენიება. დღეს მეგაფაუნა სულ რამდენიმე სახეობით არის წარმოდგენილი, თუმცა პლეისტოცენის დიდი გამყინვარების პერიოდში, რომელიც 2, 6 მილიონიდან 11, 700 წლამდე გრძელდებოდა, მეგაფაუნის წარმომადგენლები სოკოებივით იყვნენ მომრავლებული. 2020 წელს ჩატარებული კვლევით გამყინვარების პერიოდის ბოლოს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში გიგანტური ცხოველების 38 სახეობა გადაშენდა.

მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ როგორც ნეანდერტალელების, ასევე გიგანტური ცხოველების სახეობათა გადაშენებაში ლომის წვლილი თანამედროვე ადამიანს მიუძღვის.

giant-animals-1666688936.jpg

თანამედროვე ადამიანის მოქმედების შედეგად ცხოველთა მთელი სახეობები დაახლოებით 100-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე მის გარეშე გაქრებოდნენ. Homo sapiens-ის “მოღვაწეობა” ისეთივე საფრთხეს უქმნის ცხოველთა სამყაროს, როგორც ის ასტეროიდი, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ცხოველთა მასობრივ გადაშენებას იწვევს, გლობალური დათბობაა, რაც ადამიანის მოქმედებათა რეალური შედეგია. დედამიწის საშუალო ტემპერატურამ მე-20 საუკუნიდან დღემდე 1 გრადუსით მოიმატა, რაც თანამედროვე ადამიანის მიერ განხორციელებული აქტივობების ბრალია. გლობალურ დათბობასთან კი ბევრი ცხოველი ვერ ახდენს სწრაფ ადაპტაციას.

uvantxaziq2utewsjjfczs-970-80-1666689085.jpg

ამრიგად, თანამედროვე ადამიანის გარეშე დედამიწა გიგანტური ცხოველების, ფრინველების და ქვეწარმავლების სამფლობელო იქნებოდა, თუმცა არ იარსებებდა ყოველივე ის, რაც ადამიანის ხელმა შექმნა. მთელი პლანეტა გულივერის უზარმაზარი ზოოპარკი იქნებოდა, თუმცა გულივერის გარეშე.

xwkbxnpkf46puzej4sskj6-970-80-1666689106.jpg

ეს ძალიან არასასურველი რეალობა იქნებოდა, თუმცა არც სახეობათა მიზანმიმართული ამოწყვეტაა სწორი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ პლანეტის ბიომრავალფეროვნებას! რადგან ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რამხელა აუნაზღაურებელ დარტყმას მიაყენებს ჩვენს მომავალ თაობებს ცოცხალ სამყაროს ამა თუ იმ სახეობის გაქრობა. ყველაფერი ხომ ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგანპირობებულია.

წყარო