ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე? | Allnews.Ge

ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

თემო მე­ლი­ქი­ძე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რა, ორ მცი­რე­წლო­ვან ვაჟ­თან ერ­თად. ბელ­გი­ა­ში გაჩ­ნდა თე­მოს და. ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა და არც ეს შემ­თხვე­ვა იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მტკი­ცე ხა­სი­ა­თი­სა და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის იმე­დით ახერ­ხებს "გა­დარ­ჩე­ნას".

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ამე­რი­კუ­ლი ბლო­კბას­ტერ­ში "პატ­რი­ო­ტის დღე­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის პრე­მი­ე­რა 2016 წელს AFI Fest-ზე შედ­გა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი პი­ტერ ბერ­გია. თემო მე­ლი­ქი­ძე იქ ტე­რო­რის­ტის როლს თა­მა­შობს, რო­მელ­მაც 2013 წელს ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნის დროს ტე­რაქ­ტი მო­ა­წყო. AFI Fest-ზე პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მე­ლი­ქი­ძე ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ო­ბებ­თან წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მოხ­ვდა.

mikeladzetemo8-2019-08-01-dsdag9vgyulug-1667279011.jpg

მი­უ­ხე­და­ვად გა­ტა­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა ამ­ჯე­რად ჩვენს კი­თხვებს თემო მე­ლი­ქი­ძემ ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან უპა­სუ­ხა...

- თემო, რო­დის და რა­ტომ გა­ემ­გზავ­რა თქვე­ნი ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში ბელ­გი­ა­ში?

- ჩვე­ნი ოჯა­ხი რომ ბელ­გი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­შინ მხო­ლოდ ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი...

- რო­გო­რი იყო ოჯა­ხის­თვის ბელ­გი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, გან­სხვა­ვე­ბა მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს და მა­შინ­დელ ბელ­გი­ას შო­რის.. რო­გორ ახერ­ხებ­დით ქარ­თუ­ლის ცოდ­ნა ასე შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს რა იყო ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ ახალ ქვე­ყა­ნას ად­ვი­ლად შე­ვეჩ­ვიე. ბელ­გია ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რია - ახა­ლი ენა, სხვა­ნა­ი­რი ხალ­ხი. სახ­ლში ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით, მშობ­ლე­ბი ქარ­თულ წერა-კი­თხვას გვას­წავ­ლიდ­ნენ. მე მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო მირ­ჩევ­ნია.

- სპორ­ტსმე­ნო­ბას და მსა­ხი­ო­ბო­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ?

- სპორ­ტის­თვის თავი არას­დროს და­მი­ნე­ბე­ბია, სპორ­ტმა ბევ­რი მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბა­ში და მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­შიც დი­დად გა­მო­მად­გა.

- ამე­რი­კა­ში რო­დის და რო­გორ გა­ემ­გზავ­რეთ და წარ­მა­ტე­ბებს რომ მალე მი­აღ­წი­ეთ...

- 2012 წელს ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი, New Yorkis Filmis Academia-ში scholarship მომ­ცეს... რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მა­ტე­ბებს, რამ­დენ­მად „მალე" სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვია... ძა­ლი­ან ძნე­ლი და ემო­ცი­უ­რი გზა იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად უნდა გჯე­რო­დეს შენ ოც­ნე­ბებ­ში რომ არა­ფე­რი არ შე­გა­ჩე­რებს, არა­ფერ­მა შე­გა­ში­ნოს! რა რა თქმა უნდა ჯერ კი­დევ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა მე­ლის წინ...

117819860-1153277028390477-6990199345848800011-n-44312-1667279204.jpg

- ჰო­ლი­ვუდ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბებ­ზე გვი­თხა­რით...

- ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა მსურ­და, მაგ­რამ იქ სწავ­ლა 1 წელი და­ახ­ლო­ე­ბით 70 ათა­სი დო­ლა­რი ჯდე­ბა და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და. ავ­ტო­ფა­რეხ­ში გა­და­ვი­ღე კლი­პე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­მე­რით და აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტთა შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გავ­გზავ­ნე. 2 თვის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ. მი­თხრეს, რომ კლი­პი მო­ე­წო­ნათ და აკა­დე­მი­ის და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. არ მჯე­რო­და, წე­რი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე. მერე ავი­ღე ვიზა, მო­ვი­კი­დე ზურგჩან­თა და წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში (იღი­მის). განაგრძეთ კითხვა