ავეჯის მაღაზიაში მოსმენილი ყველაზე სასაცილო და უცნაური ფრაზები - სახალისო შემთხვევები
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ავეჯის მაღაზიაში დასმულ ყველაზე სასაცილო და უნცაურ შეკითხვებს:
მომხმარებელი განვადებაზე:
-დედაჩემის სახელზე მინდა განვადება გავაკეთო, პენსიონერია 80 წლისაა და აუცილებლად უნდა მოვიდეს?
-სამწუხაროდ მას განვადებას ვერ შევუვსებთ, ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს
-ვაიმე რას ლაპარაკობთ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, ნუ ჩაწერთ რა ასაკს მართლა არ ეტყობა საერთოდ ვერ მიხვდებიან...
--
სამეულს აწერია ფასი 3200 (ლარი)...
მომხმარებელი:-ეს ფასია თუ ზომა?
---
-ეს მწვანეა?
-დიახ
-არ გავს მწვანეს
-აბა რას გავს?
-მომწვანოს
---
მეგრელი 5000 ლარიან საძინებელზე:
-2000 ლარში მომეცი ნაღდს გადაგიხდი წავიღებ... (ვიცინი, მგონია ხუმრობს...) მიდი დარეკე უფროსთან ნაღდი მყიდველიათქო ეხლავე ჩაგახუტებ 2000 ლარს...
---
- ეს "მდივანი" ფეხების გარეშე რო ვიყიდო ფასეულობას არ დამიკლებთ?
--
-ველოსიპედები გაქვთ?
-არა )))
-ამხელა ავეჯის მაღაზიაა და ველოსიპედი ვერ ვიშოვე გაგონილა?
--
-თქვენ რესტავრიროვკას აკეთებთ? (რესტავრაცია)
-არა
-აბა რას აკეთებთ?
--
-იქით ვნახე ტროიკა და ეგეთი არ გაქვთ?
-მე რა ვიცი ქალბატონო იქით როგორი ნახეთ
-ჩვეულებრივი რა
-არა, ჩვენ არაჩვეულებრივები გვაქვს
--
-მეორადი ტროიკები სად ვნახო? ოღონდ ახლები...
--
გამვლელი კითხულობს:
-ნინოს ხო არ ჩამოუვლია აქ?
-ნინო ვინ არის?
-ჩემი ცოლი
-მე რა ვიცი თქვენი ცოლი ვინ არის)))
-ნინო
-თუ გამოივლის ვეტყვი რომ ეძებთ)))))))
-კარგი მადლობა.