ვინ იყო ქართველი, რომელიც ციმბირში, 6 წლის განმავლობაში ბავშვებს ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა? - "აბა, ჩუქჩებში ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ"
საქართველოში ბევრს სმენია ალბათ ადამიანზე, რომელმაც წლების წინ, შორეულ ციმბირში ექვსი წლის განმავლობაში ბავშვებს სკოლაში ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა. მის სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა შორის საუკეთესოს რეპუტაცია ჰქონდა, ამასთანავე, ბავშვებს უყვარდათ და თანაც თავის ყველა მოსწავლეს შესანიშნავად შეასწავლა მეგრული.
ბოლოს ის ფოთში ცხოვრობდა, სადაც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მე მისი ყოფილი მეზობელი რობერტ სეხნიაშვილი მოვძებნე, რომელმაც სიამოვნებით მიამბო მსოფლიოში ფულის კეთების ყველაზე იოლ ქართულ გზაზე.
- ბატონო რობერტ, ვინ იყო თამაზ ნოდია, ავანტიურისტი თუ გულმხურვალე პატრიოტი, რომელსაც სურდა მეგრული ენა საზღვრებს გარეთ გაეტანა?
- ვინ იყო და, კარგი კაცი! მაგარი ფოთელი! ოჯახი აბაშიდან იყო წარმოშობით, მაგრამ ჩვენი თამაზი ფოთში გაიზარდა და მთელ ჩვენს ქალაქს უყვარდა. მერე რუსეთში წავიდა სამუშაოდ და სწორედ იქ შეემთხვა ეგ ამბავი, - ინგლიურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა 1974-დან 1979 წლამდე.
- თავად არასოდეს უთქვამს, ეს ხალხი წლების განმავლობაში რატომ ვერ ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ?
- თამაზი ჩუქჩებში იყო, იმ ხალხმა კიდევ ინგლისური არ იცოდა. აბა, ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ?! ვინ იცის, მშობლებიც იზეპირებდნენ მეგრულს...
თამაზი კარგი კაცი იყო, იქაც ყველას უყვარდა, მოსწავლესაც და მშობელსაც. ეგ ამბავი ხუთი წლის შემდეგ "გასკდა", როდესაც თამაზის ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად წავიდა. იქ ვერავინ მიხვდა, ბავშვი რა ენაზე ლაპარაკოდა. ცხრა პროფესორი მიუყვანეს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ბოლოს მისი მასწავლებელი მოიკითხეს და თამაზ ნოდია შერჩათ ხელში. დაავლეს ხელი და წაიყვანეს ციხეში. ჰოდა, კი ხეხა მისი კედლები კაი ხანს. იხილეთ ინტერვიუ სრულად.
--
ინტერნეტსივრცეში ასევე ვრცელდება წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც თავად თამაზ ნოდია იხსენებს საკუთარ თავგადასავალს:
"მე გაჭირვებული კაცი ვიყავი, ოჯახობა მყავდა ავად. იძულებული გავხდი წავსულიყავი და სამსახური მომენახა. მირჩიეს, რომ სამსახურის მოძებნა შეიძლებოდა მაგადანის მხარეს. იქ გავიცანი ყოფილი პირველი მდივანი. მან მითხა, ქართველები ძალიან მიყვარს პატივს ვცემ და ხვალ მოდი, დაგეხმარებიო. რა სამუშაოც შემომთავაზა მე უარი ვუთხარი. მერე მკითხა უცხო ენა თუ იციო. კი როგორ არა მეთქი. მომცა 5 000 მანეთი, დაბურინდი შენს ოჯახთან, მიხედე და შემდეგ ჩამოდი და დაიწყე სწავლებაო. დაბუნებისას გულში ვფიქრობდი,მოხიე და დაიკარგე საერთოდ მეთქი.
შემდეგ ჩავედი მოკსოვში და ვიყიდე მასწავლებლის დიპლომი. ციმბირში ჩასვლიდან მე-6-7 დღეს ბავშვებს დავაწყებინე ქართული ანბანის შესწავლა. მერე კი მეგრული წარმოთქმა. გავიდა 5-6 თვე და ვხედავ, უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ მეგრულად. ასე გაგრძელდა 6 წელი.
ერთ-ერთმა მათგანმა მერე მოსკოვში ჩააბარა ლომონოსოვში. უნივერსიტეტში დაუწყეს იგლისურად ლაპარაკი, ამან ვერ გაიგო ვერაფერი. შეიყვანეს ფრანგი და ეს ისევ მეგრულად ელაპრაკება. კაციშვილმა ვერ გაიგო რა ენა იყო. მერე ატესტატი ნახეს და გაიგეს ვინც იყო მასწავლებელი. და დამიჭირეს და 8 წელი მომცეს მაგისთვის."- იხსენებს ის.