როგორ გადააქცია ბრიტანელმა მამაკაცმა ძველი გამოქვაბული მშვენიერ აპარტამენტებად
ადამიანები დიდი ხანია გამოვიდნენ ეპოქიდან, როდესაც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. კაცობრიობა დღითი დღე ცდილობს დახვეწოს საცხოვრებელი პირობები და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი გარემო მოიწყოს. თუმცა არსებობენ ორიგინალური აზროვნების მქონენი, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებს და ნაცვლად იმისა, რომ შეიძინონ უკვე არსებული და მოწყობილი სახლი, ან ააშენონ მაინც, ყიდულობენ გამოქვაბულს და ცდილობენ ის საცხოვრებელ ადგილად აქციონ.
სწორედ ასე მოიქცა ერთ-ერთი წარმატებული ბრიტანელი, რომელმაც საკუთარი ოცნების რეალიზაციას 200 ათასი აშშ დოლარი და 5 წელი მიუძღვნა. მისი ოცნება იყო ჰქონო და არაორდინალური საცხოვრებელი გარემო, რომელიც მინიმალურად დააზიანებდა გარემოს და ხარჯებიც მიზერული ექნებოდა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდი და კომფორტული სახლი ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სახლი და კომფორტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ეძებენ გზებს, რომ გაექცნენ ცივილიზაციას და სიმშვიდეში დასახლდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ ანჯელო მასტროპიეტო, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. განაგრძეთ კითხვა