როგორ მივხვდეთ, ძველი ნივთი ანტიკვარია თუ უბრალო ძველმანი? | Allnews.Ge

როგორ მივხვდეთ, ძველი ნივთი ანტიკვარია თუ უბრალო ძველმანი?

თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება ძველებური ნივთი, ბებიის ან ბებიის ბებიის დროინდელი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, როგორც მოგონება, თუმცა აქვს კი ამ ნივთს მატერიალური ფასეულობა? ამის გარკვევა ადვილი ნამდვილად არ არის და მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.ამა თუ იმ ნივთის რეალური და ჭეშმარიტი ფასის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, თუმცა პირველადი ანალიზი, სურვილის შემთხვევაში, ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ გვეცოდინება რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

aaa1-1670832396.gif

თუ ძველებური ნივთი ძვირფასი მასალით არის დამზადებული, არის მოოქროვილი, მოვერცხლილი ან შემკობილი ძვირფასი ქვებით, ეს ნივთი თავისთავად უკვე ძვირფასია.

ჩვენთან 50 წლის ნივთი უკვე ანტიკვარად ითვლება, თუმცა ევროპისთვის ეს ვადა საკმარისი არ არის. აქ ანტიკვარად 1830 წლამდე დამზადებული ნივთები მიიჩნევა. ნივთები კი, რომელთა ასაკიც 20-50 წელია, ვინტაჟურ ნივთთა სიაში შედის.თუ ესა თუ ის ნივთი მცირე ტირაჟით არის გამოსული, მისი ფასი უფრო მაღალია. ხელნაკეთი ნივთის, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, რადგან ის მხოლოდ ერთია, ექსკლუზიურია. განაგრძეთ კითხვა