ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე
კილიან მბაპეს მსოფლიოს თანამედროვე ფეხბურთის მთავარ საოცრებას უწოდებენ. 17 წლის ასაკში ახალგაზრდა თავდამსხმელი უკვე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 18 წლის ახალგაზრდისთვის კი უკვე პლანეტის ცნობილი კლუბები იბრძოდნენ. მაშინ კილიანმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ამჯობინა და ცოტა ხნით მიატოვა ბავშვობის ოცნება - ეთამაშა ლიონელ მესის გვერდით.
კილიანი ბონდში, პარიზის გარეუბანში 1998 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. რთულია, ფეხბურთელს მიაკუთვნო გარკვეული ეროვნება, რადგან მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა ერს: მამა აფრიკელია, კამერუნის მკვიდრი, დედის ფესვები კი არაბეთიდან მოდის, მისი წინაპრები საფრანგეთში ალჟირიდან გადასახლდნენ. ფეხბურთელი იცავს საფრანგეთის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას.
კილიან მბაპე მამასთან და ძმასთან ერთად
ბავშვობიდან მბაპეს კერპები კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი, მისი საყვარელი კლუბი კი მადრიდის "რეალი“ იყო.
ოჯახი
დედა პროფესიულ დონეზე ხელბურთით იყო დაკავებული. მამა თამაშობდა ფეხბურთს, მოგვიანებით კი, მისი კარიერა მწვრთნელად კლუბ "ბონდში“ გაგრძელდა.
ახალგაზრდის ბიოგრაფია წინასწარ იყო განსაზღვრული. მამა ჯერ თავად წვრთნიდა მემკვიდრეს, შემდეგ კი პრესტიჟულ Clairefontaine Academy-ში ავარჯიშებდა, რომელიც ცნობილ ფეხბურთელებს ამზადებს. მაგალითად, მისი კედლებიდან გამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი და "ბარსელონას“ ლეგენდარული მცველი ლილიან ტურამი.
სახლსა და აკადემიას ერთმანეთთან ათობით კილომეტრი აშორებდა, მაგრამ მამა-შვილი ვარჯიშზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ძალისხმევა არ იყო უშედეგო. 15 წლის მბაპესთან კონტრაქტი "მონაკომ" გააფორმა.
მბაპე დედასთან ერთად
კილიან მბაპემ "მონაკოს" ახალგაზრდულ გუნდში 2 წელი გაატარა და ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა, რომელიც ერთ დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულს ატარებდა. სადებიუტო თამაშში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოსთვის" გოლი გაიტანა..
კილიანი 17 წლის ჯერ კიდევ არ იყო, როცა უფროსებთან თამაში დაიწყო, თავდამსხმელის პოზიციაზე. მბაპე, რომელმაც მიიღო მეტსახელი "დონატელო“ მულტფილმის Tenage Mutant Ninja Turtles პერსონაჟთან მსგავსების გამო, კომეტის სისწრაფით აფრინდა ფრანგული ფეხბურთის ოლიმპოზე. ძირითად გუნდში შესვლის შემდეგ მან ერთ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა. კლუბმა საგრძნობლად გააუმჯობესა სტატისტიკა და ნიჭიერ სპორტსმენთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი გახდა.
პატარა კილიანი და ტიერი ანრი
2017 წლის ზაფხულისთვის ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყო. მბაპე სურდა "ბარსელონას“, ლონდონის "არსენალს“ და მადრიდის "რეალს”. მოგვიანებით სია "პარი სენ-ჟერმენმა" შეავსო. თავდამსხმელმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. მიზეზი მარტივი იყო - მას სამშობლოდან წასვლა არ სურდა. განაგრძეთ კითხვა