ვინ იყო თბილისელი ინჟინერი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ყალბ მანეთიანებს ჭრიდა?
ეს უჩვეულო ისტორია გასულ საუკუნეში მოხდა. ქართველმა მამაკაცმა, რომელზეც სტატიაში გიამბობთ, წლების განმავლობაში 560 000-ზე მეტი ყალბი მანეთიანი დაამზადა.
საბჭოთა მანეთიანი
1961 წლის ნიმუშის საბჭოთა ერთმანეთიანი ფოლადისგან მზადდებოდა, 20 გრამს იწონიდა და ნიკელის გალვანური საფარით იყო დაფარული. სხვა ღირებულების კუპიურებისგან განსხვავებით, ეს მონეტა საკმაოდ მარტივი ანაბეჭდი იყო და თუკი ქაღალდის ფული შესაბამისი ორგანოების მიერ მკაცრად კონტროლდებოდა, რკინის მანეთიანს თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას.
თუმცა, 1971 წელს ცენტრალურ ბანკში აღმოაჩინეს, რომ შემოსული რკინის მანეთიანების პროცენტული საშუალო რაოდენობა პლუს 1, 5 იყო. ეს კი იმის ეჭვს ბადებდა, რომ შესაძლებელი იყო ქვეყანაში ყალბი რკინის მანეთიანები იჭრებოდა. ხელახალი საკონტროლო შემოწმება უკვე რესპუბლიკურ ბანკებში განხორციელდა, რამაც იგივე შედეგი აჩვენა. აქედან გამომდინარე „კაგებემ“ შესაბამისი ღონისძიების ჩატარება დაიწყო. გაიცა განკარგულებები, გამკაცრდა კონტროლი და დაიწყეს იმ „ფანტომის“ ძებნა, ვინც, სავარაუდოდ, ყალბ მანეთიანებს ჭრიდა.
თუმცა, რაღაც კუთხით, ძებნა ჩიხში აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა, რომ ათეულ ათასობით მონეტა შემოწმდა, საგამოძიებო ორგანოებმა ვერცერთი ყალბი მანეთიანი ვერ მოიპოვა. ამან კი ძალოვნები იმ ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ყალბი და ნამდვილი მანეთიანები აბსოლუტურად იდენტური იყო.
ლოთი დარაჯი
ყალბი ფულის ძებნისას „კაგებე“ ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა: აკვირდებოდნენ ყველა იმ საეჭვო პირს, ვინც რკინის მანეთიანების ქაღალდის კუპიურებზე გადაცვლას ცდილობდა. საეჭვოდ მიიჩნეოდნენ ისინიც, ვინც ფოლადისა და ნიკელის ჯართის შეგროვებით იყო დაკვაებული. თუმცა, არცერთი მიმართულება დადებით შედეგს არ იძლეოდა. იმავე წლის ნოემბერში მოსკოვის მექანიკური ქარხნის დირექტორს აცნობეს, რომ საწყობიდან ჯართად გამზადებული 250 კილოგრამი ნიკელის ნაჭრები დაიკარგა.
იმ პერიოოდში ასეთი მცირე წონის ჯართს არავინ აქცევდა ყურადღებას. თუმცა, მექანიკური ქარხნის დირექტორს „კაგებეს“ დირექტივა ჰქონდა მიღებული ჯართის კონტროლის თაობაზე და სათანადო განკარგულებაც მისცა საწყობის გამგეს ზუსტად აღერიცხა ჯართის მიღება-გაცემა. სწორედ საწყობის გამგემ აუწყა დირექტორს ეს ამბავი. დირექტორმა კი ეს ინფორმაცია „კაგებეს“ შეატყობინა და უშიშროების რამდენიმე თანამშრომელმა ფარული გამოძიება დაიწყესო. ისინი მექანიკურ ქარხანაში მუშებად ჩანერგეს და მალევე დაადგინეს, რომ საწყობიდან ნიკელი 40 წლის დარაჯმა, ვალენტინ ოპუხინმა მოიპარა. ამას ადასტურებდა საიდუმლო მოკვლევა. საწყობში ლოთი დარაჯის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა და „კაგებე“ მათ კუდზე დააჯდა.
სიტყვიერი პორტრეტი
ოპუხინს ერთი კვირა უშედეგოდ უთვალთვალებდნენ. ბოლოს კი დააკავეს, დაჰკითხეს და გაირკვა, რომ 45 კილოგრამი ნიკელი მან 2 ბოთლ არაყსა და ერთ „სერვილადში“ გადაცვალა. მისივე თქმით, ნიკელი მან თავის ძველ მეზობელს, ანტონ კროშკინს მიუტანა, რომელიც სოლნცევოს მიკრორაიონში ცხოვრობდა. 46 წლის კროშკინიც ლოთი იყო. თავიდან მან უარყო ნიკელის არაყსა და „სერვილადში“ გადაცვლის ფაქტი, მაგრამ სულ მალე აღიარა და გამომძიებლებს უთხრა, რომ ნიკელი ვინმე აზიზბეკს მიუტანა, რომელმაც მას 50 მანეთი მისცა. კროშკინისვე თქმით, აზიზბეკი მასთან ერთი კვირა ბინას ქირაობდა და დღეში მანეთს უხდიდა.
– შვიდი მანეთი მეკუთვნოდა, მაგრამ 10 მომცა, – თქვა კროშკინმა და გამომძიებლებს იმ ფულიდან დარჩენილი 2 ცალი რკინის მანეთიანი უჩვენა, რომლებიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს, მაგრამ სიყალბე ვერ დაადგინეს.
კროშკინმა გამომძიებლებს სიტყვიერად აღუწერა აზიზბეკოვის პორტრეტი. როდესაც ფოტორობოტი შეადგინეს და მას უჩვენეს, ლოთმა წამოიძახა:
– აი, აი, სწორედ ეგაა. თითქოს ფოტო გადაუღეთო.
გარდა ამისა, მან დაამატა, რომ აზიზბეკი იყო გამხდარი, საშუალო სიმაღლის, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც კავკასიური აქცენტით ლაპარაკობდა. „კაგებეში“ ფოტორობოტები გაამრავლეს და შესაბამის ორგანოებს მთელი საბჭოეთის მასშტაბით დაურიგეს.
გენიალური ინჟინერი
„კაგებეს“ მიერ ძებნილი აზიზბეკი, სინამდვილეში, 52 წლის მიხეილ ფიჩხაძე აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან მალე მიაკვლიეს თბილისში. ის საავიაციო ქარხნის რიგითი ინჟინერი იყო და იმავდროულად, თოიძის ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული. სამდღიანი თვალთვალისა და მისი ცარიელი ბინის ფარული დათვალიერების შემდეგ ის დააკავეს და „კაგებეში“ წაიყვანეს. ფიჩხაძე საბურთალოზე, კერძო ბინაში ცხოვრობდა, მის სარდაფში აღმოჩნდა ფულის მონეტების საჭრელი დაზგა, რომელიც 31-ე ქარხანაში მანვე დაამზადა და იქიდან ნაწილ-ნაწილი გამოზიდა. განაგრძეთ კითხვა