Balenciaga-ს წარმატების ისტორია დაფუძნებიდან დღემდე | Allnews.Ge

Balenciaga-ს წარმატების ისტორია დაფუძნებიდან დღემდე

კრისტობალ ბალენსიაგამ Balenciaga-ს სახლი ესპანეთში 1919 წელს გახსნა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს კი ბაზა პარიზში გადაიტანა. მიუხედავად მძვინვარე მეორე მსოფლიო ომისა, რევოლუციური კოსტიუმები პოპულარული გახდა და მომხმარებლები Balenciaga-ს სამოსის საყიდლად პარიზში ხშირად მიდიოდნენ.

ომის დასრულების შემდეგ, ბალენსიაგამ დაიწყო ახალი სტრუქტურების დიზაინი, რომლებიც ხაზს უსვამდნენ ქალის ქვიშის საათის ფორმებს და იყენებდნენ თამამი მასალების კომბინაციას მძიმე ქსოვილებთან.

კრისტობალ ბალენსიაგამ, რომელიც ოდესღაც კოსტიუმებს ხარებთან მებრძოლებისთვი ქმნიდა, თავისი ბიზნესი მოდის იმპერიად აქცია.

მოდით გადავხედოთ Balenciaga-ს წარმატების ისტორიას და მათ ზოგიერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტს.

deghajas-1673018427-1673165605.jpg

დასაწყისი

კრისტობალ ბალენსიაგა 1895 წელს ესპანეთში, მეთევზისა და მკერავის ოჯახში დაიბადა. 12 წლის იყო, როდესაც დედის საქმიანობით დაინტერესდა და საკმაოდ კარგი მკერავიც გახდა. გამორჩეული ნიჭის წყალობით, მას ყოველთვის ისე ეცვა, როგორც სამეფო ოჯახის წევრს.

კარიერის დასაწყისში, მისი ქვეყნის სიყვარულით შთაგონებულმა კრისტობალმა, Balenciaga-ს პირველი კოლექცია ესპანური კულტურის ელემენტებით შექმნა - გააერთიანა წითელი და შავი მაქმანები და შექმნა შედევრები.

High Snobiety-ის თანახმად, 1940-იან წლებში გამართულმა პირველმა ჩვენებამ ბრენდის მყისიერი წარმატება განაპირობა. მასთან ბევრი ევროპელი არისტოკრატი თანამშრომლობდა. განაგრძეთ კითხვა