"ხრუშჩოვკა", რომელიც თანამედროვე ულამაზეს ბინად იქცა
ეს სახლი 1961 წელს არის აშენებული. მეპატრონემ გადაწყვიტა, ფრანგულ სტილში მოეწყო. ამ ამოცანის შესასრულებლად დიზაინერი დაიქირავა. ვნახოთ, რა გამოუვიდა.რა ვიცით სახლის პატრონო შესახებ? ის, რომ განათლების სფეროში მუშაობს, ძალიან უყვარს ცხენები, უსმენს ალტერნატიულ მუსიკას, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, უყვარს ყველაფერი ფრანგული და კითხულობს წელიწადში 100 წიგნს.
დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბინას სრულად აესახა დიასახლისის შინაგანი სამყარო და რაც მთავარია, შეექმნა პარიზული ატმოსფერო.
პარიზი კი, დიასახლისის წარმოსახვით, არის ფერადი, კაშკაშა, თავისუფალი, ცოტა თვითირონიული.იყო პრაქტიკული დაკვეთებიც, მაგალითად გარდერობის ოთახი, ბიბლიოთეკა, აბაზანა, სრულფასოვანი საძინებელი და სამრეცხაო ზონა. საინტერესოა ის, რომ სახლი იყო ე.წ. "ხრუშჩოვკის" პროექტის - პატარ სამზარეულო, კიდევ უფრო პატარ აბაზანა, ორი ოთახი, ერთ-ერთ მათგანი გამავალი.