როგორ და რატომ მოკლეს კიმ ჩენ ინის ძმა?
2017 წლის 13 თებერვალი, დილა, კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი. ტერმინალთან ხალხმრავლობაა.
უამრავ ადამიანს შორის არის უბრალოდ ჩაცმული მამაკაცი - პოლოს ლურჯი მაისურით, ჯინსის შარვლით, მხარზე ზურგჩანთა აქვს გადაკიდებული. ის მაკაოში გამგზავრებას აპირებს.
მოულოდნელად მის წინ ქალი ჩნდება და სახეზე ცხიმიან ნივთიერებას უსვამს. ქალი უჩინარდება, თუმცა მის უჩვეულო ქცევას სათვალთვალო კამერა აფიქსირებს.
რამდენიმე წუთში მამაკაცთან ზურგიდან კიდევ ერთი ქალი მიდის, თვალებზე ხელს აფარებს, შემდეგ კი ხელებს სახეზე ასრიალებს პირის მიმართულებით, ბოლოს ბოდიშს იხდის და მიდის.
20 წუთზე უფრო ნაკლებ დროში მამაკაცი კვდება.
ეს ისტორია არ არის ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებიდან. ეს რეალური ამბავია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაზე. მკვლელობა ჩაიდინეს ნერვული აგენტით სახელად - VX. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ქიმიური იარაღია.ოთხი აგენტი და ფხენიანიდან დაგეგმილი უსაფრთხო ავიარეისი
მკლელობის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მკვლელობის ადგილას იმალებოდა სულ მცირე, ოთხი ჩრდილო კორეელი აგენტი და მათ სავარაუდოდ, ჰქონდათ სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ქალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ამ აგენტებმა ჩრდილოეთ კორეელ დიპლომატთან ერთად, კუალა-ლუმპურის აეროპორტი ავიარეისით დატოვეს. ფრენის მარშრუტი ფხენიანში საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთი ქვეყნების თავზე გადაფრენა, რომლებსაც შეეძლოთ მათი თვითმფრინავის გაჩერება და მამაკაცების დაკავება. იხილეთ სრულად