როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო"? | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი "ბიგ თიკო"?

ეკო­ნო­მის­ტი, მსა­ხი­ო­ბი, ვი­ზა­ჟის­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი რე­პე­რი ქალი - ასე შე­იძ­ლე­ბა მისი წარ­დგე­ნა. "ბიგ თიკო" - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს და 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა. რე­პე­რად გაგ­ვეც­ნო, აუ­დი­ტო­რი­ა­მაც მი­ი­ღო. მალე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად შე­ი­ძი­ნა. რო­გორ იხ­სე­ნებს ბიგ თიკო იმ წლებს, რას საქ­მი­ა­ნობს, რო­გორ ცხოვ­რობს, რას ფიქ­რობს, რო­დის რე­პავს და რა გეგ­მე­ბი აქვს, ამა­ზე მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- რო­გორ ხარო, მკი­თხეთ. ამ წუ­თას სა­სი­ა­მოვ­ნოდ დაღ­ლი­ლი ვარ, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რი­დან მო­ვე­დი და თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით... ზო­გა­დად კი რთუ­ლია, როცა შენ გარ­შე­მო ამ­დე­ნი რამ ტრი­ა­ლებს, ამ სო­ცი­უმ­ში გი­წევს ყოფ­ნა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, რაც პან­დე­მი­ის გამო გა­და­ვი­ტა­ნეთ, ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა. ვი­სურ­ვებ­დი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყოს. მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ამი­სი­ა­ნე­ბად“ და „იმი­სი­ა­ნე­ბად“ და­ყო­ფა. ყვე­ლა­ნი ხომ ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, ყვე­ლას გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და რაც ყვე­ლას­თვის სა­სი­კე­თო და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ხომ შე­იძ­ლე­ბა ისე ვი­ცხოვ­როთ?! ცოტა მეტი სიყ­ვა­რულ არ გვა­წყენ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი გახ­ლე­ჩი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მოქ­მე­დებს. ვფიქ­რობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­როს ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უფრო სხვა მიდ­გო­მა უნდა იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ გე­ხე­ბა. აქაც გყო­ფენ „ამი­სი­ა­ნე­ბად“ და „იმი­სი­ა­ნე­ბად“.

332173812-953304012324031-8519511529243198263-n-60571-1677314476.jpg

ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას ვირ­ჩევ იმი­ტომ კი არა, რომ „არც მწვა­დი დავ­წვა და არც - შამ­ფუ­რი,“ მყავს მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებს იზი­ა­რე­ბენ. თუმ­ცა ამ ნიშ­ნით არას­დროს არა­ვინ გა­მო­მიყ­ვია. პო­ლე­მი­კაც მო­სუ­ლა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხომ კა­მათ­ში იბა­დე­ბა, თან იმ­დე­ნი შეგ­ნე­ბა და იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო ერ­თმა­ნეთს არ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ... ჩემ­კე­ნაც ყო­ფი­ლა თი­თის გა­მოშ­ვე­რის მო­მენ­ტი... თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ერთ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე დიდი ხნის წინ შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი, ზო­გა­დად არა­ვის მხა­რეს ვყო­ფილ­ვარ. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ასეთ აქ­ცი­ებ­ში. ვფიქ­რობ, ჩემი ად­გი­ლი სცე­ნა­ზეა და არა პო­ლი­ტი­კა­ში.

- ხე­ლის გაშ­ვე­რა­ში რა იგუ­ლის­ხმე?

- მე­გობ­რე­ბი ვის­თან ერ­თა­დაც ვართ, აქ­ტი­უ­რად არი­ან ამ რა­ღაც პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი და სა­კუ­თარ აზრს ყო­ველ­თვის ღიად აფიქ­სი­რე­ბენ. მე აზრს და­ვა­ფიქ­სი­რებ, იქ სა­დაც სა­ჭი­როა, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ - სცე­ნი­დან ამას არ ვა­კე­თებ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს ამ პო­ზი­ცი­ი­დან ან ვამ­ტყუ­ნებ, ან ვა­მარ­თლებ. მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი მაქვს - არ მინ­და, ამ რა­ღა­ცებ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა. ხე­ლის გა­მოშ­ვე­რა კი ყო­ფი­ლა თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბიც ყო­ფი­ლა, შე­იძ­ლე­ბა ამის მცდე­ლო­ბა ბო­ტე­ბის მხრი­დან იყო. იყო მუ­ქა­რაც, მაგ­რამ ის ყვე­ლა­ფე­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე აგორ­და, რო­მე­ლიც გა­ავ­რცე­ლეს. ბუ­ლინ­გიც შე­მე­ხო... მაგ­რამ „ძვე­ლი სკო­ლა ვარ“ და ამა­ზე სლენ­გით ვი­ტყვი, „აც­რი­ლი“ ვარ. ვინ რას იტყვის, მით უმე­ტეს, ტყუ­ილს, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. თუმ­ცა ვი­ღა­ცებ­ზე ამან შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­დოს. იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უკან ყო­ველ­თვის დგას ოჯა­ხი, არი­ან მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­ზე მე­ტად რე­ა­გი­რე­ბენ.

331752832-1296514527593267-8945294324550189416-n-60556-1677314489.jpg

- სა­სი­ა­მოვ­ნოდ დაღ­ლი­ლი მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­და­ნო... მოგ­ვი­ყე­ვი, რას და სად საქ­მი­ა­ნობ.

- პან­დე­მია რომ იწყე­ბო­და, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რუს­თავ­ში სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ში ისე­თი სივ­რცე შეგ­ვექ­მნა, სა­დაც ვი­ზი­ტო­რებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა და კომ­ფორ­ტი დახ­ვდე­ბო­დათ. თვი­თო­ნაც ვი­ზა­ჟის სფე­რო­ში 12 წე­ლია ვმუ­შა­ობ და რუს­თავ­ში რო­გორც ვი­ზა­ჟისტს კარ­გად მიც­ნო­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი და ვი­ზა­ჟის და­უფ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მოკ­ლედ, გავ­ხსე­ნით სივ­რცე - სი­ლა­მა­ზის მუ­ზე­უ­მი "ბიგ თი­კოს­გან", სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კა და არ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მუ­ზე­უმ­ში გვაქვს მო­ნუ­მენ­ტე­ბი, რა­ღაც სხვა გა­რე­მოა და არ გაქვს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვართ. ეს არის ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო რუ­ტი­ნა... ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ, - რეპი, მსა­ხი­ო­ბო­ბა, ვი­ზა­ჟი, - ნე­ბის­მი­ე­რი სფე­რო ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. ეს კი „ჩე­მია“ და მა­ბედ­ნი­ე­რებს. ამას­თან, ჩემი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო და და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ მხრივ ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და მი­ხა­რია. იხილეთ სრულად

ლალი ფაცია