"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები" - The New York Times-ი "კვარასთან" ინტერვიუს აქვეყნებს | Allnews.Ge

"მორცხვობდა, ვერ გადაეწყვიტა, სად წაეღო ხელები" - The New York Times-ი "კვარასთან" ინტერვიუს აქვეყნებს

"მას შემ­დეგ რაც ჩა­მო­ვე­დი, თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია" - ასე იწყებს სა­უ­ბარს The New York Times-თან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც აქ­ცენტს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბა­ზე აკე­თებს. გა­მო­ცე­მა დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს "კვა­რას" გან­ცდებს, რო­მე­ლიც Grand Hotel Parker's-ის ტე­რა­სა­ზე "რკი­ნის მო­ა­ჯირს უხერ­ხუ­ლად ეყ­რდნო­ბა და ცდი­ლობს, და­ძა­ბუ­ლო­ბა არ შე­იმ­ჩნი­ოს".

"მორ­ცხვობ­და, ვერ გა­და­ე­წყვი­ტა, სად წა­ე­ღო ხე­ლე­ბი - ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მისი საქ­ცი­ე­ლი ბუ­ნებ­რი­ვია და ეს ინ­ტერ­ვი­უს პრო­ცეს­ში არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და.

ბოლო ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტის სამ­ყა­რო­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხე­ლი ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის სი­ა­ში. ყვე­ლა­ფე­რი ისე აე­წყო, რომ რო­გორც ამ­ბობს, ხან­და­ხან თა­ვა­დაც არ სჯე­რა.

"კვა­რას" შემ­თხვე­ვა ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: ის არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ 10 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც 15 წლამ­დე უკვე მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვთ YouTube-ზე, ჰყავთ აგენ­ტე­ბი და 16 წლის ასაკ­ში დიდი კლუ­ბე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ.

ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს 21 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც ჯერ კი­დევ რუ­სე­თის სა­შუ­ა­ლო დო­ნის კლუბ­ში - "რუ­ბინ ყა­ზან­ში“ თა­მა­შობ­და. "მას არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ ჰქო­ნია, რომ მსოფ­ლი­ოს ასე შე­უყ­ვარ­დე­ბო­და“, - წერს გა­მო­ცე­მა.

333406367-218051037434665-6990587824946741869-n-74969-1678865845.png

"ყა­ზან­ში“ კონ­ტრაქ­ტის გა­უქ­მე­ბის მერე, ბა­თუ­მის „დი­ნა­მო­დან“ 10 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ის „ნა­პო­ლი­ში“ გა­და­ვი­და. ეს ფაქ­ტი კი იტა­ლი­უ­რი მხა­რის მიერ ორ-წლი­ა­ნი თვა­ლის დევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ხვი­ჩას კლუ­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა "კვა­რა­დო­ნა" და "კვა­რა­ვა­ჯო“ შე­არ­ქვეს. მა­ლე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყო ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ნე­ა­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მატ­ჩე­ბის გან­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად. ამან კი გა­მო­იწ­ვია ის, რომ დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე "კვა­რას" ყო­ველ მატჩზე, გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი კუ­თხე ჩნდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბით - ად­გი­ლობ­რი­ვი და სპე­ცი­ა­ლუ­რად თა­მა­შის­თვის ჩა­სუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­გან შემ­დგა­რი.

spalletti-kvaratskhelia-e1673254235577-860x463-74322-1678865876.jpg

"და­სა­წყი­სი იმ­დე­ნად სიზ­მა­რი­ვით იყო, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში, მო­მი­წია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ ეს არ იყო ოც­ნე­ბა, ეს იყო რე­ა­ლო­ბა. უნდა მე­პო­ვა ძალა სა­კუ­თარ თავ­ში და ამ რე­ა­ლო­ბით მე­ცხოვ­რა", - იხ­სე­ნებს კვა­რა­ცხე­ლია. იხილეთ სრულად