რა ღირს Dolce & Gabbana-ს ნაგვის ტომრის ფორმის ფეხსაცმელები, რომლებიც სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა? | Allnews.Ge

რა ღირს Dolce & Gabbana-ს ნაგვის ტომრის ფორმის ფეხსაცმელები, რომლებიც სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა?

ის ფაქტი, რომ ცნობილი დიზაინერები თუ მოდის სახლები საკუთარ ნამუშევრებს ძალიან ძვირად ჰყიდიან სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.

თუმცა, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ფოტოები, სადაც ცნობილი დიზაინერები თუ მოდის სახლები ძალიან უცნაურ და ზოგჯერ სასაცილო ტანსაცმელს არც მეტი არც ნაკლები ათასობით დოლარად ჰყიდიან.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში Dolce & Gabbana-ს ფეხსაცმელების ახალი კოლექცია განხილვის საგნად იქცა. ფეხსაცმელები, რომლებიც ნარჩენების ტომრებს ჰგავს 1 200 აშშ დოლარად იყიდება.

22-1679395069.png

ისინი დიზაინერმა Nappa-effect Wave-მა შექმნა.

New York Post-ის ინფორმაციით, ფეხსაცმელები საკმაოდ პოპულარული გახდა და მათზე ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა.

aa-1679395081.png

„Dolce & Gabbana-ს ფეხსაცმელი და ნაგვის ტომრის გაერთიანება“

“ფეხსაცმელები მათთვის, ვისაც სურს მაღალქუსლიანი და მოდური ფეხსაცმელები დატროლოს“ - ასე გამოეხმაურნენ ახალ ფეხსაცმელებს სოც-ქსელებში.

იხილეთ: ჩანთები Lay's-ის შეფუთვის დიზაინით- რა ეღირება "ბალენსიაგას" ახალი და უცნაური ჩანთები, რომლებიც მალე გაყიდვაში გამოვა?

Balenciaga-ს "დახეული" ფეხსაცმლის ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი?