გაიოლას "დაწყევლილი კუნძულები" - უბედურებების ჯაჭვი, რომელიც ნეაპოლის ღირსშესანიშნაობას უკავშირდება
ტირენიის ზღვის სანაპიროზე, ნეაპოლის ყურეში ორი ულამაზესი კუნძული მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან წვრილი, ბუნებრივი წარმოშობის ხიდით არის დაკავშირებული. ისინი გაიოლას სახელით არის ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მათ "დაწყევლილ კუნძულებს“ ეძახიან და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს.
ლეგენდა
ლეგენდის თანახმად, ამ ორ კუნძულზე ანტიკური ხანის რომაელმა პოეტმა ვერგილიუსმა თავისი მოსწავლეები პოეზიას აზიარა. შესაძლებელია, რომ ის მათ ტაძარში, კუნძულის პატარა გამოქვაბულებში ან რომაულ ნავსადგურში ასწავლიდა.
ტაძრის ნანგრევები წყალქვეშ ამ დრომდე არსებობს.
ამჟამად კუნძულსა და მატერიკს შორის 30-მეტრიანი წყლის ზოლია. ადგილობრივებს ტურისტები ამ ადგილამდე არ მიჰყავთ, ამიტომ ტურისტები იძულებულნი არიან ან თვალწარმტაცი კუნძულებით მატერიკიდან აღფრთოვანდნენ, ან დამოუკიდებლად გაცურონ მათკენ.
პირველი, რაც თანამედროვე ისტორიაში კუნძულზეა ცნობილი, არის ის, რომ მათზე ცხოვრობდა განდეგილი, რომელსაც ხალხი "ჯადოქრად“ იცნობდა. ის კუნძულზე მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობდა, რომელიც აქ არაერთია. ერთ-ერთი ვერსიით, კუნძულის სახელწოდებაც სწორედ სიტყვიდან "Caviola" მოდის, რაც "არც ისე დიდ გამოქვაბულს“ ნიშნავს. მთევზეებს მასთან ნადავლი მიჰქონდათ, ის კი გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვის ლოცულობდა. იხილეთ სრულად