ვინ არის 10 უმდიდრესი არქიტექტორი მსოფლიოში?
არქიტექტურა სამი სეფროს - ინჟინერიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ხელოვნების კომბინაციაა. სწორედ ეს აქცევს მას როგორც რთულ, ასევე სპეციფიურ პროფესიად, სადაც წარმატებული კარიერის შექმნა არც თუ ისეთი ადვილია.
ამის მიუხედავად, დაუღალავი შრომისა და განსაკუთრებული ხედვის წყალობით, არსებობენ არქიტექტორები, რომლებმაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს და მილიონებიც გამოიმუშავეს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს არქიტექტორებს:
სერ დევიდ აჯეი - 10 მილიონი დოლარი
ბრიტანელმა არქიტექტორმა სერ დევიდ აჯეიმ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა. მან მოიპოვა რამდენიმე ჯილდო თავისი ეკოლოგიური პროექტებისთვის, მათ შორის არის კულტურის ეროვნული მუზეუმი. მისი 10 მილიონი დოლარის შემოსავლის ძირითადი წყარო საზოგადოებრივი შენობების დაპროექტებაზე მოდის.
მაია ლინი - 12 მილიონი დოლარი
არქიტექტორმა და მოქანდაკემ მაია ლინმა იცოდა, როგორ ჩამოეყალიბებინა ახალი არქიტექტურული ხედვა. როგორც Money INC წერს, მისი პროექტები იყენებს ტრადიციულ ჩინურ არქიტექტურას, სადაც მძაფრად იგრძნობა მისი ბავშვობის სოფლის გარემოს გავლენა.
12 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე არქიტექტორის ყველაზე დაფასებულ ნამუშევრებს შორისაა ვიეტნამელი ვეტერანთა მემორიალი ვაშინგტონში და სამოქალაქო უფლებების მემორიალი.
კონჯიან იუ - 15 მილიონი დოლარი
Turenscape Company-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტის კონჯიან იუს მიერ დაარსებულმა კომპანიამ 15 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
იუმ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის ურბანული დაგეგმარების აღდგენაზე. მისი პროექტების უმეტესობა მთავრობის დაკვეთით არის შესრულებული.
ბიარკე ინგელსი - 17 მილიონი დოლარი
დანიაში დაბადებულ ინგელსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ გამოჩენილი არქიტექტორი გამხდარიყო. წლების განმავლობაში მან გამოიმუშავა 17 მილიონი დოლარის ქონება. ის მუშაობდა VM Houses-ისა და Mountain Dwellings-ის საბინაო პროექტებზე და მართავს ბაზარზე ერთ-ერთ უდიდეს ფირმას სახელწოდებით Bjarke Ingels Group (BIG).
რენცო პიანო - 25 მილიონი დოლარი
რენცო დაიბადა იტალიაში, მოკრძალებულ ოჯახში. მისი მამა მშენებლობებზე მუშად მუშაობდა, დედა კი ოჯახს უვლიდა.
რენცომ პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურაში პატარა ასაკიდან მიიღო. მან დააპროექტა რამდენიმე პროექტი, როგორიცაა Hermes Maison ტოკიოში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში, მორგანის ბიბლიოთეკა ნიუ იორკში და NEMO-ს მუზეუმი ამსტერდამში. იხილეთ სრულად