ევროპის 7 ქვეყანა, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდით - ყველაზე უცნაური თვითგამოცხადებული "ქვეყნები" ევროპაში | Allnews.Ge

ევროპის 7 ქვეყანა, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდით - ყველაზე უცნაური თვითგამოცხადებული "ქვეყნები" ევროპაში

მსოფლიოში გაცილებით მეტი ქვეყანაა, ვიდრე ეს რუკაზე ჩანს. ბევრი მათგანი არ არის აღიარებული, რადგან ისინი თვითგამოცხადებულია. ევროპაში არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნები, მაგრამ მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს.

ახალი სლოვენური ხელოვნება, სლოვენია

2023060718165189693-1686731102.jpg

სახელმწიფო სახელწოდებით "ახალი სლოვენური ხელოვნება" 1991 წელს ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდების არაფორმალური ორგანიზაციისგან, რომელიც, თავის მხრივ, შვიდი წლით ადრე შეიქმნა სლოვენური მუსიკალური ჯგუფის Laibach-ის მიერ. ფიზიკურად შეუძლებელია ახალი სლოვენური ხელოვნების მონახულება, რადგან მას არ აქვს საკუთარი ადგილი რუკაზე, მაგრამ შეგიძლიათ გახდეთ მისი მოქალაქე და მიიღოთ პასპორტიც კი. ამბობენ, რომ დღეს ახალ სლოვენურ ხელოვნებას უფრო მეტი მოქალაქე ჰყავს ვიდრე ვატიკანს.

კუგელმუგელი, ავსტრია

kugel-postcard-1686731867.jpg

ეს არის ყველაზე პატარა ვირტუალური სახელმწიფო, მისი დიამეტრი მხოლოდ 7, 68 მეტრი იყო - რადგან ეს ყველაფერი ეტეოდა ერთ მრგვალ შენობაში, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მხატვარს. მას ავსტრიის ხელისუფლებასთან „გადაუჭრელი“ უთანხმოება ჰქონდა – სახლის აშენება უნდოდა, ხელისუფლებას კი ამის დაშვება არ სურდა.

სახლი საბოლოოდ აშენდა და გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - კუგელმუგელის რესპუბლიკა. ეს მოხდა 1984 წელს. მხატვარმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე და საკუთარი მარკების ბეჭდვაც კი დაიწყო, რისთვისაც კინაღამ ციხეში ჩასვეს - მხოლოდ ავსტრიის პრეზიდენტის პირადმა შეწყალებამ გადაარჩინა. თუმცა, სახლი საბოლოოდ ჩამოართვეს, გადაიტანეს ვენაში, პრატერში და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ალკატრასი, იტალია

2023060718242689693-1686731246.jpg

იტალიის უმბრიის რეგიონის ამ ეკო-სოფელმა ჯერ თავი რესპუბლიკად გამოაცხადა, შემდეგ კი მთელ დამოუკიდებელ ერად. მისი მთავრობა და მოსახლეობა თვლის, რომ ალკატრასი ბედნიერი მომავლის გზაზეა, რომელშიც დომინირებს პატიოსნება და ურთიერთპატივისცემა.

მაფსულონი, იტალია

2023060718253489693-1686731279.jpg

სხვა თავისუფალი იტალიის ქალაქებით შთაგონებულმა ამ ჯუჯა „სახელმწიფომ“ ფლორენციის მახლობლად 1996 წელს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. პირველი, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ყველაფრის თანამედროვეს აკრძალვა, მათ შორის ტელევიზია, კომპიუტერი და ასფალტიც კი. გარდა ამისა, სოფელში, პრინციპში, ურთიერთობენ მხოლოდ ტოსკანურ ენაზე.

სილენდი, დიდი ბრიტანეთი

2023060718265989693-1686731469.jpg

შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთის ზღვაში ყოფილ ნავთობის პლატფორმაზე? გადამდგარი ბრიტანელი მაიორი პედი როიმ ბეიტსი 1967 წელს აცხადებდა, რომ მას ჰქონდა სრული უფლება ამ პლატფორმაზე დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან 20 კილომეტრში. მას შემდეგ ჯერ თვითონ, შემდეგ კი მისი ოჯახი იბრძვის იმისთვის, რომ სახელმწიფო (სამთავრო) მართლაც გახდეს სრულფასოვანი სახელმწიფო ერთეული. სამწუხაროდ, ტურისტული მარშრუტები სილენდისკენ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

უჟუპისი, ლიეტუვა

2023060718292689693-1686731533.jpg

უჟუპისი არის კვარტალი ვილნიუსის ძველი ქალაქის გვერდით, სადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1997 წელს. დამოუკიდებლობის დღეს 1 აპრილს აღნიშნავს სახელმწიფო 12 კაციანი არმიით და ელჩებით 320 ქვეყანაში. ხუმრობას რომ თავი დავანებოთ - სახელმწიფოს თავისი ვალუტა, ჰიმნი და ადათ-წესები აქვს!

სებორგა, იტალია

2023060718330889693-1686731561.jpg

შუა საუკუნეებში ეს იტალიური სოფელი მართლაც ნამდვილი ფეოდალური სამთავრო იყო - როგორც ბევრი იმ დროს. მან დაკარგა უფლებები და სახელმწიფოს აღიარება 1729 წელს. და 1963 წელს მისმა მაცხოვრებლებს გაუჩნდათაზრი, რომ იტალიას არასოდეს გაუფორმებია ოფიციალურად სებორგა საკუთარ შემადგენლობაში. ასე რომ სამთავრო "უნდა ყოფილიყო" დამოუკიდებელი. ამგვარად, სოფელმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ტურისტებიც მიიზიდა.

წყარო