"უფასო ტაქსიდან" გამგეობაში: როგორ შეიცვალა 13 ივნისის სტიქიის გმირის ცხოვრება და რას იხსენებს 8 წლის წინანდელ ამბებზე?
თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ წელს, 13 ივნისს 8 წელი შესრულდა. იმ დღეებს ბევრი გმირი ჰყავდა. მათ შორის იყო 24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც საკუთარი ავტომანქანით, „უფასო ტაქსით“ უსასყიდლოდ ემსახურებოდა დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
ამ საოცარი საქციელის გამო, იმავე წლის 20 ივნისს, გიორგი ლომიძე ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმეს და "ტაქსისტობაც" ასე შეწყვიტა. თუმცა ის 18 წლის ასაკიდან ოჯახს საკუთარი შრომით ეხმარებოდა. გიორგი ლომიძე დღემდე ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელია და 8 წლის შემდეგ სწორედ იმ პერიოდს იხსენებს, რითაც საზოგადოებამ გაიცნო."როდესაც ის უბედურება მოხდა, ვნახე, რომ ახალგაზრდები დაზარალებულების დასახმარებლად დაირაზმნენ, სტიქიის ზონაში ადამიანებს ფიზიკურად ეხმარებოდნენ... მეც გამიჩნდა დახმარების სურვილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკური შრომის საშუალებას არ მაძლევდა, სიმძიმეების აწევა რეკომენდებული არ იყო... იქ ასევე არსებობდა ტეტანუსის და უამრავი ინფექციის გავრცელების საფრთხეც, რადგან ცხელოდა. ვინაიდან მათ მსგავსად ვერ შევძლებდი ფიზიკურად შრომას, ამიტომ მოვიფიქრე, ისეთი საშუალება გამომეძებნა, რომლითაც დავეხმარებოდი მოხალისეებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მით უფრო, რომ ტრანსპორტირების პრობლემა ჰქონდათ, რადგან სტიქიის ზონაში შრომისგან დასვრილ ახალგაზრდებს სამარშრუტოს მძღოლები და ტაქსისტები დიდად არ სწყალობდნენ...
მოკლედ, მივიჩნიე, რომ მათთვის ჩემი მომსახურება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნებოდა. მათ გვერდით დავდექი. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ იქ მისვლის შემდეგ, ყველა მედიაში, სოციალურ ქსელში ჩემი ფოტო გავრცელდა და ხალხმა გამიცნო. აქ მნიშვნელოვანი მათგან წამოსული დიდი სითბო იყო" - ასე იხსენებს იმ დღეებს გიორგი ლომიძე.
მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭს ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. როგორც აღნიშნა, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქს გაწმენდაში დახმარებოდა...
2012 წლის ივლისში, 20 წლის იყო, მოულოდნელად მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს.
"თირკმლის გადანერგვა დამჭირდა... ამას წინ თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი ჰიპერტენზია უძღოდა, რომელზეც წნევის დამწევი არ მოქმედებდა... დადგინდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ორივე თირკმელი უკმარი იყო. ჩემი თირკმელები თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებდა. დიაგნოზი უცნობი ნეფროსკლეროზი აღმოჩნდა,“ - გვიყვება გიორგი.
იმ პერიოდში შვილის დონორობა საკუთარმა მამამ დაუფიქრებლად გადაწყვიტა...
"მამამ ჩემთვის თირკმლის დათმობა მოინდომა. ამ ჟესტმა დიდი ძალა მომცა, უდიდესი პრობლემის წინაშე მარტო აღარ ვიყავი, რადგან ჩემთან იყო ჩემი ოჯახი არა მხოლოდ მორალურად, ფიზიკურადაც... იხილეთ სრულად