ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ
ქართველი მწერლის, ნინი ხარატიშვილის რომანის, "მერვე სიცოცხლის" მიხედვით ჰოლივუდში სერიალს გადაიღებენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერიალზე ოსკარის ოთხგზისა და ემის ჯილდოს მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ და ეს იქნება სატელევიზიო სერიალი. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, სერიალზე იმუშავებს საპროდიუსერო კომპანია, რომელმაც ერიხ მარია რემარკის რომანის, "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" მიხედვით, ფილმის გადაიღო. ამ ფილმმა "ოსკარი" მოიპოვა.
გამოცემა მკითხველს რომანის შინაარსსაც უყვება და წერს, რომ "მერვე სიცოცხლე“ გვიამბობს ქართული ოჯახის ეპიკურ საგას. დასავლურ მედიაში წერენ, რომ ეს იქნება "ამბიციური პროექტი".
ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილის რომანი, "მერვე სიცოცხლე (ბრილკა)“ 2014 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა. ამ რომანისთვის ავტორმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. მათ შორის ბერთოლდ ბრეხტის პრემია.