იცით, რატომ ეკრძალებათ მუსლიმ მამაკაცებს ოქროს ტარება? | Allnews.Ge

იცით, რატომ ეკრძალებათ მუსლიმ მამაკაცებს ოქროს ტარება?

როგორც ცნობილია ისლამის კანონები მკაცრია. მაგალითად, მუსლიმ მამაკაცებს არ აქვთ ოქროს ტარებისა და ღორის ხორცის მირთმევის უფლება, თუმცა თუ აღმოსავლელ ქალბატონებს ყურადღებით დააკვირდებით ნახავთ რომ მათ ყოველთვის ბევრი ოქროს სამკაული უკეთიათ.

მაშ, რა სახის აკრძალვაზეა საუბარი?

საქმე იმაშია რომ მუსლიმ ქალბატონებს ოქროს სამკაულით სიარული შეუძლიათ, მეტიც, მათ აბრეშუმის შარფის ტარებაც მოეთხოვებათ. შეძლებული ფენის წარმომადგენელი მამაკაცები ჩუქნიან მათ საჩუქრებს ოქროს სამკაულებისა და აბრეშუმის შარფების სახით, თუმცა ამავდროულად, მუსლიმ მამაკაცს ოქროს ტარება ეკრძალება, მათ შორის საქორწინო ბეჭდისაც კი.

5783a48288e4a7fd018b7074-1689149286.webp

ირკვევა, რომ რელიგიის კანონები მამაკაცს არ აძლევს საშუალებას ქალს დაემსგავსოს, ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებში სამკაულები ნამდვილ ცოდვად ითვლება, თუმცა მათი ტარება ქალებისთვის სრულიად დასაშვებია.

კაცმა კი თავისი მნიშვნელობა და მდგომარეობა ქმედებებით, სიტყვებითა და მეუღლის სილამაზით უნდა დაამტკიცოს.

ითვლება, რომ მან მთელი ფული და ენერგია თავის საყვარელ ქალსა და შვილებს უნდა მოახმაროს, თუმცა თუ მუსლიმ მამაკაცს ძვირფასი ლითონების ტარება მაინც მოესურვება, მას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არჩევანის გაკეთება მას ოქროს ნაცვლად ვერცხლზე მოუწევს.

download-1689149312.jpg

ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს რომ დღესდღეობით ამ წესებს მუსლიმები პრაქტიკულად აღარ იცავენ, გარდა ალბათ, ყველაზე მორწუნეებისა, ამიტომ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მამაკაცები სიამოვნებით ატარებენ ოქროს საათებს, ბეჭდებსა თუ გულსაკიდებს.

წყარო