როგორი იქნება ქობულეთის განახლებული ცენტრალური პარკი?
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში წინადებების მიღება 19 ივლისს დასრულდა და ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპი მიმდინარეობს. საუბარია, აღმაშენებლის 274 ნომერში მდებარე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
ამ ეტაპზე შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტენდერში მონაწილე მხოლოდ 1 კომპანიის პირობებია საჯაროდ ატვირთული. ეს კომპანიაა „მონოლითი-2005“.
სატენდერო პირობების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 298 000 ლარს შეადგენს, თუმცა, „მონოლითი-2005“-ის მიერ შეთავაზებული თანხა - 5 177 777 ლარია.